ანჩელოტი: "ეს იყო ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში"

კარლო ანჩელოტიმ "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.


"სამწუხაროდ, მეტოქის დამარცხება ვერ შევძელით. მათ ჩვენზე გაცილებით უკეთ ითამაშეს და დამსახურებული ანგარიშით გაიმარჯვეს. მიუხედავად ყველაფრისა ჩემ ფეხბურთელებს მაინც შევაქებ, რადგან ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მდგომარეობის გამოსწორებას. ჩვენი დღევანდელი თამაში ყველაზე ცუდი იყო, მაგრამ ლა ლიგის ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე ვიმყოფებით და ახლა დანებების დრო არ არის."

"დღევანდელ მატჩზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ ჩემს თავზე. მომხდარის დავიწყებას დიდი ხნის განმავლობაში არ ვაპირებ, რადგან კარგად უნდა გავაანალიზო ჩემი გუნდის შეცდომები და ახალ პროექტებზე დავიწყო მუშაობა. დღეს მინდორზე პრაქტიკულად ვერაფერი შევძელით, რაც "ატლეტიკოს" და მისი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს პროფესიონალიზმის შედეგია."

"ძირითად შემადგენლობაში სამი ხედირა დავაყენე, რათა შეტევები ჩაეშალა, თუმცა შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თამაში საერთოდ არ წაუვიდა და მისი გამოცვლა გადავწყვიტე. BBC-ს გაკრიტიკებას უბრალოდ აზრიც არ აქვს, რადგან ამ შეტევის ხაზით ჩვენ შევძელით მსოფლიო თასის და ჩემპიონთა ლიგის მოგება. ჩემი თავდასხმის უცვლელი ტრიო მუდამ გამოვა მინდორზე, თუ მათ დისკვალიფიკაცია ან ტრავმა არ შეაწუხებთ."

"ახლა მთავარია თავი ხელში ავიყვანოთ და ემოციებს არ ავყვეთ. ერთი მარცხით სატურნირო მიზნები არ იცვლება. ჩემი გუნდი დაისვენებს და კვლავ შეუდგება ვარჯიშს, რათა თავისი გულშემატკივრები გაახაროს."

As.com dle 10.1

  • Junior
  • 7 თებერვალი 2015
  • 5423
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)