სანჩესი:"სიმეონემ "ატლეტიკო" ძალიან გააძლიერა"

ლეგენდარული უგო სანჩესის განცხადებით, მადრიდის "რეალის" დაპირისპირება თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან" ბევრად საინტერესო გახდა...


"დიეგო სიმეონეს ქედს ვუხრი, რადგან ის საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალი აღმოჩნდა. არგენტინელმა სპეციალისტმა "როხიბლანკო" ძალიან გააძლიერა და ჩვენ ვხედავთ გუნდს, რომელსაც საკუთარი სტილი აქვს და წარმატებას აღწევს. ჩემ დროს "ბლანკოსი" თანაქალაქელს მეტწილად ჩაგრავდა, ახლა კი პროგნოზის გაკეთება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. პრაქტიკულად წარმოუდგენელია გამოიცნო თუ რომელი გუნდი იქნება კონკრეტული პაექრობისთვის უკეთ მომზადებული."

"კრიშტიანო რონალდუს მომენტი უკვე დავიწყებას მიეცა, თუმცა ჩემთვის საკვირველი არაფერი მომხდარა. რონი ჩვეულებრივი ადამიანია და ხანდახან მასაც ღალატობს ნერვები. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ორი დაპირისპირება უკვე გამოტოვა და ეჭვი არ მეპარება, გაორმაგებული ძალებით შეეცდება ვისენტე "კალდერონზე" წარმატების მიღწევას."

"იმ შემთხვევაში თუ კარლოს გუნდმა დერბი მოიგო, სიმეონე საგონებელში ჩავარდება, ვინაიდან ლიდერთან სხვაობა 10 ქულას შეადგენს, რომლის აღმოფხვრა ჩემი აზრით წარმოუდგენელი იქნება." dle 10.1

  • Hala
  • 6 თებერვალი 2015
  • 1383
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)