ისკო: "დერბი ყოველთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა"

მადრიდის "რეალის" გამთამაშებელმა, ისკომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.


"მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის საინტერესოა. მართალია მიმდინარე სეზონში მათ ორჯერ შეძლეს ჩვენი დამარცხება, თუმცა ჩვენ თავდახრილები არ ვაპირებთ მათ წინააღმდეგ თამაშს. მადრიდულ დერბიში ფავორიტი არ არსებობს. ორივე ძლიერი გუნდია და ჩვენ ვეცდებით მინდორი მორიგი სამი ქულით დავტოვოთ."

"ჩემი აზრით, კოპა დელ რეიზე განცდილი მარცხი ამ შეხვედრაზე გავლენას არ იქონიებს, რადგან ყველა მატჩი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ვფიქრობ "ატლეტიკოს" დამარცხებას შევძლებთ. ვინც "ლა კოპას" მატჩებს თვალი ადევნა, ყველა იტყვის, რომ წარმატების მიღწევა თავისუფლად შეგვეძლო, ვინაიდან აბსოლუტურ უპირატესობას ვფლობდით."

"ფიზიკურად თავს იდეალურად ვგრძნობ. მიმდინარე სეზონში მრავალი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში. რაღაც მხრივ მომიხდა თამაშის სტილის გამოცვლაც. ერთი სიტყვით, საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები."

"მინდა ფანებს ვთხოვო ჩვენს გვერდით იდგნენ. მათი გულშემატკივრობა ძალას და თვითდაჯერებულობას გვმატებს. ვეცდებით თქვენი მოთხოვნები და სურვილები შევასრულოთ, ამის სანაცვლოდ კი თანადგომას ვითხოვთ."

Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 5 თებერვალი 2015
  • 2279
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)