არბელოა:"მარსელოს გაფრთხილება არასაფუძვლიანი იყო"

ალვარო არბელოამ "სევილიას" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


"უნაი ემერს შესანიშნავი გუნდი ჰყავს. "სევილია" ბოლომდე იბრძოლა და მეორე ტაიმის დასკვნით ფაზაში გოლის გატანაც შეძლო."

"ჩვენ არაერთი პრობლემა შეგვექმნა, პირველ რიგში ეს ტრავმებზე ითქმის. ხამეს როდრიგესისა და სერხიო რამოსის გარეშე ასპარეზობა სირთულეებთან არის დაკავშირებული."

"ანდალუსიელებთან გამარჯვება უკვე დავიწყებულია, რადგან სულ მალე მადრიდული დერბი გველის. "ატლეტიკომ" ბოლო პერიოდში არაერთხელ დაგვჯაბნა, აქედან გამომდინარე ადეკვატური პასუხის გაცემის დროა."

"მადრიდული გიგანტი საშინაო არენაზე ითამაშებს. ვალდებულნი ვარ შეხვედრა მოვიგოთ."

"ნაჩომ და ვარანმა "მერენგების" დაცვის ცენტრი თვალწარმტაცად გაამაგრეს. კარლო ანჩელოტი ახალგაზრდებს ენდო და შედეგი სახეზეა. სერხიო რამოსისა და კეპლერ პეპეს არყოფნაში დაცვის რგოლს პრობლემები არ შექმნია."

"მარსელო უსაფუძვლოდ "გააყვითლეს", დარწმუნებული ვარ, გუნდი გაასაჩივრებს არბიტრის გადაწყვეტილებას. სიმეონეს გუნდთან ბრაზილიელი გვჭირდება, რადგან ის საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ."

"უახლოეს მდევართან 4 ქულიანი სხვაობა გვაქვს, რაც ამ ეტაპზე კომფორტულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ აუცილებელია შაბათის მატჩის მოგება და უპირატესობის გამყარება." dle 10.1

  • Hala
  • 5 თებერვალი 2015
  • 1427
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)