მარსელოს ნაჩო ფერნანდესი ჩაანაცვლებს?

"ას"-ის ინფორმაციით კარლო ანჩელოტი "სევილიასთან" დაპირისპირებაში ბრაზილიელი მცველის, მარსელო ვიეირას დასვენებას გეგმავს, მის ნაცვლად კი სასტარტო შემადგენლობაში ნაჩო ფერნანდესს ელიან...


ლა ლიგის წესების მიხედვით, ყოველი მეხუთე ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ ფეხბურთელი ერთ მატჩიან დისკვალიფიკაციას იღებს, ბრაზილიელს კი უკვე 4-ჯერ აქვს გაფრთხილება მიღებული და ანდალუსიელებთან წაბორძიკების შემთხვევაში მან შესაძლოა მადრიდული "დერბი" გამოტოვოს, აქედან გამომდინარე გუნდის თავკაცი რისკზე წასვლას არ აპირებს.

მარსელოს ალტერნატივად ფაბიო კოენტრაუც განიხილება, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით უკეთეს კონდიციაში არა პორტუგალიელი, არამედ ესპანელი ფეხბურთელია და სწორედ ამიტომ შეაჩერა არჩევანი ანჩელოტიმ "კანტერანოზე".

ანალოგიურ სიტუაციაში გახლავთ ხამეს როდრიგესიც, რომელსაც 4-ჯერ აქვს გაფრთხილება მიღებული, მაგრამ ის შემტევი სტილის მოთამაშე გახლავთ და ყვითელი ბარათის მიღების ნაკლები რისკია. კოლუმბიელთან დაკავშირებით კარლოს გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ მიუღია, თუმცა არ არის გამორიცხული როდრიგესის ნაცვლად მოედანზე ხედირა, ილიარამენდი ან ახალწვეული ლუკას სილვა ვიხილოთ. dle 10.1

  • Hala
  • 3 თებერვალი 2015
  • 2075
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (325)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)