ანჩელოტი: "ბენზემას დაფასება სჭირდება"

კარლო ანჩელოტიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.


"მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო. პირველივე წუთზე გავუშვით გოლი. ასე მოხდა "ატლეტიკოსთან" და "კორდობასთან" დაპირისპირების დროსაც, თუმცა დღევანდელ მატჩში გარდატეხა მალევე შევიტანეთ და საბოლოოდ სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. მინდა გამოვყო კარიმ ბენზემას თამაში. მან იდეალურად იასპარეზა. იგი საკმაოდ ეფექტურად და ლაღად გამოიყურებოდა. სამი ქულის მოპოვებაში კარიმმა დიდი როლი ითამაშა."

"ილარას პირველივე წუთებიდან მივეცი შანსი. მან დამაჯერებლად ჩაატარა შეხვედრა, მაგრამ მეორე ტაიმში მისი შეცვლა მაინც გადავწყვიტე. რაც შეეხება ჩვენს ახალწვეულს, მას პირველივე შეხვედრაში თამაშის საშუალებას ვერ მივცემდი, რადგან იგი არ არის იმ ფიზიკურ კონდიციებში რომელსაც ჩვენ მოვითხოვთ. სილვა ჯერ გუნდთან შეთამაშებული არ არის, თუმცა ძალიან მალე მას მინდორზე სამეფო კლუბის მაისურით იხილავთ."

"რაც შეეხება გარეთ ბეილს, მართალია მან ორი მომენტი გაანიავა, თუმცა უელსელი ფეხბურთელის თამაში დამაკმაყოფილებელი იყო. იგი მინდორზე ხშირი და სწრაფი გადაადგილებით ცდილობდა მეტი თავისუფალი ზონა შეექმნა თავისი გუნდელებისთვის. გამორჩეული იყო აგრეთვე ხამესიც, რომელმაც პოზიციურად არცერთი შეცდომა არ დაუშვა."

"არ ვიცი რომელი ტაქტიკითვითამაშეთ, 4-4-2 თუ 4-3-3. ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, ჩემმა ფეხბურთელებმა დავალებები უნაკლოდ შეასრულეს. ბეილი დაცვაშიც ხშირად ჩამოდიოდა და ცენტრალური ფორვარდის ფუნქციების შეთავსებასაც ცდილობდა. ერთი სიტყვით "თეთრების" დღევანდელი გამოსვლით კმაყოფილი ვარ."

"წარმოუდგენელ პროგრესს განიცდის მარსელო, რომელიც მატჩიდან მატჩამდე სათამაშო ხარისხის დახვეწას ახერხებს. იგი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ბრაზილიელი ფლანგელი ხელშუხებელია."

"შემდეგი შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი და რთული იქნება. "სევილიასთან" მოგვიწევს სამი ქულისთვის ბრძოლა. ისინი კარგად გამოიყურებიან ბოლო პერიოდში, თუმცა ვფიქრობ გამარჯვებულები ჩვენ დავრჩებით. სამომავლოდ ვგეგმავ კროოსის და ლუკას სილვას განმწესებას ნახევარდაცვის ცენტრში. ჩემი აზრით, ეს დუეტი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ევროპულ ფეხბურთში."

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 31 იანვარი 2015
  • 4644
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (325)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)