ბუტრაგენიო:"გაცილებით მეტი გოლის გატანა შეგვეძლო"

ემილიო ბუტრაგენიომ "სოსიედადის" დამარცხების შემდეგ ტრადიცია არ დაარღვია და ჟურნალისტებთან ისაუბრა...


"ეს იყო მატჩი, სადაც არაერთი მომენტი შეიქმნა. ვფიქრობ, "რეალს" გაცილებით მეტი გოლის გატანა შეეძლო, რადგან ბევრი მომენტი ვერ გადაისახა შედეგიან დარტყმაში."

"ფრანცისკო ძალიან მიმზიდველია, როგორც ფეხბურთელი. ახალგაზრდა ესპანელის შემოქმედებითი ნიჭი უსაზღვროა, ის თავს კომფორტულად გრძნობს და თამაში უხარია."

"კარიმი შეუჩერებელი იყო, მან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა."

"ილიარამენდის თამაში კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილება იყო, რადგან მას მეტი ბალანსი და ნახევარდაცვის კონტროლი სურდა, ბასკმა კარგად ითამაშა."

"გარეთ ბეილი ყოველთვის სახიფათოა. უელსელმა ფეხბურთელმა არაერთხელ გაამწვავა სიტუაცია, მაგრამ დასკვნით ფაზაში მოიკოჭლა. გარეთს არაერთი გოლის გატანა შეეძლო დღევანდელ საღამოს."

"კრიშტიანოს არყოფნა გუნდს არ დატყობია, მაგრამ მასთან ერთად კოლექტივი ბევრად უფრო სოლიდურია. რონი არის მოთამაშე, რომელიც გუნდს ნებისმიერ დროს სჭირდება."

"ძალიან მნიშვნელოვან კვირას ვიწყებთ. 7 დღეში ორი მატჩი გვექნება გასამართი, პირველი მეტოქე ანდალუსიური "სევილიაა", მეორე კი თანაქალაქელი "ატლეტიკო". იმ შემთხვევაში თუ ორივე პაექრობას მოვიგებთ, ჩემპიონობაზე კიდევ ერთხელ განვაცხადებთ პრეტენზიას." dle 10.1

  • Hala
  • 31 იანვარი 2015
  • 1810
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რონალდუ 0
2 სუარესი 0
3 მესი 0
4 ბენზემა 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 1 1 0 0 3
2 ტოტენჰემი 1 1 0 0 3
3 დორტმუნდი 1 0 0 1 0
4 აპოელი 1 0 0 1 0

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

როგორი იყო იყოს „რეალის“ ნახევარდაცვა?

კაზემირო-კროოსი-მოდრიჩი
კროოსი-ისკო-მოდრიჩი
კაზემირო-მოდრიჩი-ასენსიო
კროოსი-მოდრიჩი-ასენსიო
კროოსი-ისკო-ასენსიო
სხვა



მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2017 (255)
აგვისტო 2017 (477)
ივლისი 2017 (416)
ივნისი 2017 (430)
მაისი 2017 (496)
აპრილი 2017 (503)