ბეილი: " მადრიდის "რეალში" თამაში, ამაყს მხდის"

გარეთ ბეილმა ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა ...


"თამაშის დროს ფლანგების გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდში მუდამ ახლის ძიებაში უნდა იყო. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი შემადგენლობა, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრია."

"პრემიერ ლიგა" "ლა ლიგისგან" ძალიან განსხვავდება, ინგლისში ძალიან სწარაფ ფეხბურთს თამაშობენ, სადაც ფიზიკური სიძლიერე აუცილებელია."

"ფეხბურთის თამაშისას თავს კომფორტულად ვგრძნობ, ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევა მადრიდში გადმობარგებისას მივიღე, რასაც საკმაოდ კარგად ვუმკლავდები. მუდამ უკეთესობისკენ მივილტვი, მიღწეულით არასოდეს ვკმაყოფილდები."

"მადრიდის "რეალს" სხვა გუნდებთან უდიდესი უპირატესობა აქვს. ყოველთვის ვიხსენებ "ლა დესიმის" მოპოვებას, რამაც თითოეული 'თეთრი' გულშემატკივარი აღაფრთხოვანა. წარმოუდგენელი შეგრძნება გეუფლება, როდესაც უზომოდ გახარებულ ქომაგებს იხილავ, ეს საოცარია."

"კარლო ანჩელოტი გენიოსია. იტალილმა იცის, თუ რა არის გუნდისთვის კარგი, შესაბამისად ჩვენ მის ნათქვამს უსიტყვოდ ვემორჩილებით. "რეალს" ლიდერის გარეშე არაერთხელ უთამაშია და არაერთხელ მოგვიგია ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობაში. კარლოსი გვჯერა და ვიცით, რომ ის კრიშტიანოს გარეშე შეძლებს წარმატების მირწევას."

"მარსელო შესანიშნავი ფეხბურთელია. ბრაზილიელი გუნდში კარგ განწყობას ამკვიდრებს, რაც ძალიან კარგია."

"სამწუხაროა, რომ მომდევნო ორ მატჩს კრიშტიანო გამოტოვებს, ის ჩვენი ლიდერია და მის გარეშე გაგვიჟირდება. თუმცა "რეალს" უმისოდაც შეუძლია თამაში. რონალდუ საოცარი ფეხბურთელია, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემთ."

"დიახ, "ოქროს ბურთის" მოგება ძალიან მსურს, თუმცა ძალიან ძნელია საუკეთესოებთან ჭიდილი. იმედი მაქვს, მომავალში ჩავდგები სათანადო ფორმაში და მეც განმიხილავენ "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტად."

"კარიერის დასრულების შემდეგ, ამაყად გავიხსენებ მადრიდის "რეალში" მოპოვებულ "ჩემპიონთა ლიგის" თასს. ამჟამად კი ჩვენი ყურადღება ამ ჯილდოს მეთერთმეტედ მოპოვებაზეა გადატანილი."

"ტიტულები გვწყურია. წინა წლის მსგავსად, წელსაც შეგვიძლია სეზონის ტრიუმფვალურად დასრულება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად, რადგან ჩვენ ეს შეგვიძლია."


ინფორმაციის წყარო: bernabeudigital dle 10.1

  • LSS
  • 31 იანვარი 2015
  • 1773
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)