ანჩელოტი: „რონალდუ სრულად აანალიზებს თავის შეცდომებს“

„რეალ სოსიედადთან“ დაპირისპირების წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„ბრაზილიელი ახალწვეული დამაკმაყოფილებელ კონდიციებშია და შესაძლებელია, „სოსიედადის“ წინააღმდეგ მიეცეს სათამაშო წუთები.“

„რა თქმა უნდა, ჩვენი ტაქტიკურო მონახაზი არ შეიცვლება.4-4-2 სისტემით გამოვალთ მოედანზე, ხამესი ცოტათი წინ იქნება წაწეული.“

„გარეთ ბეილი მარცხენა ფრთაზე გადმოინაცვლებს, ხოლო ხამესი მარჯვნივ დაიდებს ბინას, თუმცა იგივე სამუშაოს შეასრულებს, რასაც აქამდე აკეთებდა.“

„ილიარამენდი სასტარტოდან დაიწყებს ასპარეზობას.“

„ასიერს შემოთავაზება ჰქონდა „ატლეტიკისგან,“ მაგრამ „რეალში“ ბედნიერად გრძნობს თავს და ჩვენც ვენდობით მას.ბასკს ყოველთვის სარგებელი მოაქვს გუნდისათვის, როდესაც მოედანზე იმყოფება.“

„ცხადია, დისკვალიფიკაცია არ არის კარგი, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა კომიტეტმა.კრიშტიანუ ცოტა ხნით დაისვენებს, ხოლო შემდეგ მაქსიმალურად მოზმადებული შეხვედება მადრიდულ დერბის.პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მის მუხლის ტრავმასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.“

„კრიშტიანუმ თამაშის დასრულებისთანავე მოიხადა ბოდიში.მან მყისვე გაანალიზა შეცდომები.იცის, რომ არასწორად მოიქცა და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.“

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ პორტუგალიელ გოლეადორს ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აღენიშნება.“

„სანსებასტიანელებთან პირველი პაექრობის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა „რეალში.““

„არ მგონია, რომ „ბარსელონასთან“ მარცხით „ატლეტიკოს“ დაღმასვლა დაიწყება.პირიქით, ისინი დაბრუნდებიან.“

„ჩვენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვიძლია ბურთის გაგორება, მაგრამ უპირატესობას ვანჭებთ საღამოს მატჩებს.“

„ფეხბურთელებმა მეტი ინტენსივობით უნდა იასპარეზონ.მეტოქის ხშირად ვაძლევთ სწრაფი შეტევის განხორციელების საშუალებას.“

„ოდგარს ბეილთან ერთად მთელი გუნდი დაეხმარება.“

„მარტინს დრო და მოთმინება ესაჭიროება.ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მისი ტალანტის განვითარებას.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)