ილარას მომავალი ანჩელოტის ხელშია

ასიერ ილარამენდის მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე იხურება და ჯერ-ჯერობით ილარა კვლავ მადრიდის "რეალის" საკუთრებაა. ფეხბურთელის სურვილი სამეფო კლუბში დარჩენაა, თუმცა ამ შემთხვევაში საბოლოო სიტყვას კარლო ანჩელოტი ამბობს.

იტალიელი სპეციალისტი ბასკ ფეხბურთელს ნდობას არ უცხადებს. იგი იშვიათად შემოდის მინდორზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ კარლიტოს 24-ე ნომრის გამოყენება არ სურს. ასე, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ ასიერი მალე "ბლანკოსს" დატოვებს.

ლუკას სილვას ტრანსფერის შემდეგ ილარას ფეხის მოკიდება მადრიდულ კლუბში გაცილებლით უფრო გაუჭირდება. ასიერის შეძენა ბილბაოს "ატლეტიკოს" სურს. ასევე ინტერესი გამოხატა მიმსა ყოფილმა გუნდმა, "სოსიედადმა". მადრიდის "რეალს" 25 მილიონ ევროს სთავაზობენ ბასკი ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა ჯერ-ჯერობით თეთრები თავიანთ მოსაზრებას ამ წინადადებასთან დაკავშირებით არ აცხადებენ.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 28 იანვარი 2015
  • 4074
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)