ხამეს როდრიგესმა "ვალდებებასზე" განსაკუთრებული სტუმარი მიიღო

მადრიდის "რეალის" კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, ხამეს როდრიგესმა მადრიდის "რეალის" საწვრთნელ ბაზაზე განსაკუთრებული სტუმარი, კარლო ვალდერამა მიიღო, რომელიც კოლუმბიური ფეხბურთელის ლეგენდად არის შერაცხული...


ვალდერამა

"კოლუმბიურ ტურისტულ ჯგუფთან ერთად ესპანეთის დედაქალაქში ვიმყოფები, არ შემეძლო "ვალდებებასზე" არ მოვსულიყავი და სამეფო კლუბის ათიანი, ხამეს როდრიგესი არ მენახა, რომელიც ჩემი მეგობარია. როდრიგესს მინდა ვუთხრა, რომ მისით მთელი კოლუმბია ამაყობს, ხამესმა ყველაფრის დამტკიცება მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო, სწორედ ამით მიიპყრო ფლორენტინო პერესის ყურადღება, ახლა კი გაცემულ ავანსებს ამართლებს და კარლო ანჩელოტის გუნდის წამყვანი ფიგურაა."

"როდესაც მე ფეხბურთელი ვიყავი, როდრიგესი ბავშვი იყო და საყვარელი ფეხბურთელების ყურებით კავდება, თუმცა მისი ჟინი ყოველთვის დასაფასებელი იყო. როდრიგესი ამჟამად ევროპულ ფეხბურთს ადაპტირებული სამხრეთ-ამერიკელია, მან დაამტკიცა საკუთარი კლასი და მადრიდული გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა."

ხამესი

"ამ მომენტში ამაყი ვარ, რომ კარლოს ვალდერამა მეწვია და დამაფასა, ის ჩემი კუმირი იყო. როდესაც ბავშვი ვიყავი, ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ისეთი წარმატებული ვყოფილიყავი, როგორიც კარლოსი იყო."

"ბედნიერი ვარ, ოცნება ავიხდინე და მადრიდულ გიგანტში მოვხვდი. დიდ მადლობას მოვახსენებ ვალდერამას და მთელ კოლუმბიას." dle 10.1

  • Hala
  • 28 იანვარი 2015
  • 2260
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)