ისკო:"სრულფასოვანი რევანშისთვის ვემზადებით"

ფრანცისკო ალარკონმა მადრიდის "რეალსა" და ლა ლიგის მომდევნო მატჩზე ისაუბრა...


"ჩვენი მიზანი "ბასკური" კლუბის დამარცხებაა. "სოსიედადმა" ლა ლიგის სტარტზე საფეხბურთო გაკვეთილი ჩაგვიტარა და 4-2 დაგვამარცხა, თანაც იმ ფონზე, როდესაც საწყისი წუთების მიმდინარეობას მთლიანად ვაკონტროლებდით და მეტოქის კარში 2-ჯერ გავახვიეთ ბურთი. ახლა ჩვენი ჯერია, სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას სიამოვნება უნდა მივანიჭოთ."

"ამასთანავე აღსანიშნავია ლა ლიგაში არსებული დაძაბული ვითარება. მეორე და მესამე ადგილს "ბარსელონა" და "ატლეტიკო" იკავებენ, რომლებიც მაქსიმალურად შეეცდებიან ჩვენი წაბორძიკების გამოყენებას, აქედან გამომდინარე ყველა შერკინებაში მაქსიმუმის გაღება გვმართებს."

"მსოფლიოში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი იზრდება, რომლებზეც გიგანტები ყოველთვის იბრძვიან, ჩვენ დავიმატეთ ოდეგარი და ლუკას სილვა. სამეფო კლუბი ყოველთვის აკეთებს აქცენტს ახალგაზრდებზე."

"გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა მხარი დამიჭირა, მათ სიყვარულს ვგრძნობ, ეს კი უდიდესი მოტივაცია გახლავთ. რადგან გულშემატკივრები სკანდირებენ "ისკოს", ეს იმას ნიშნავს, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვდგავარ და სამეფო კლუბის დახმარება შემიძლია."

"ჩემ მადრიდულ მომავალს იმედის თვალით ვუყურებ და წარმატებაში დარწმუნებული ვარ, კლუბში დიდ სითბოს ვგრძნობ."

"ჩემპიონთა ლიგის მე-11 თასი ჩვენი მიზანია. ვგონებ, ტიტულის დაცვა შეგვიძლია, რადგან ბრწყინვალე შემადგენლობა გვყავს. სულ მალე დაბრუნდებიან კეპლერ პეპე და ლუკა მოდრიჩი, რომლებიც ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ. სეზონის დასკვნით ფაზაში მოწოდების სიმაღლზე უნდა ვიდგეთ."

"მსურს ზაფხულს ტიტულებით შევხვდეთ. ძალიან მსურს ლა ლიგის ოქროს მედალი."

"შარშანდელი სეზონი მშვენიერი იყო, ჩვენ მოვიგეთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი და ესპანეთის სამეფო თასი. ანალოგიურს ვეღარ გავიმეორებთ, რადგან "ლა კოპას" გამოვეთიშეთ, მაგრამ ლა ლიგა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "Copa Del Rey", ჩვენ ახლა უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. სეზონის ბოლოს პრიმერასა და ლიგის მოგება უდიდესი წარმატება იქნება." dle 10.1

  • Hala
  • 28 იანვარი 2015
  • 4027
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (243)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)