ზიდანი: "ანჩელოტის კონტრაქტს გავუხანგრძლივებდი"

სამეფო კლუბის ყოფილმა და "კასტილიას" ამჟამინდელმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა.


რამდენად მნიშნველოვანია კარლო ანჩელოტის როლი დღევანდელ "რეალში"?

ძალიან მნიშვნელოვანია. ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც კლუბს წარმატების მიღწევაში ეხმარება. იტალიელმა არნახული შედეგები დადო.

გაუხანგრძლივევდით თუ არა კონტრაქტს ყოველგვარი ფიქრის გარეშე?

რა თქმა უნდა. ის კარგი დამრიგებელია და კოლექტივს სამაგალითოდ მართავს.

გაგიკვირდათ თუ არა, რამდენად ჭკვიანურად მიუდგა საქმეს "ბლანკოსში"?

არა, რადგან ის პროფესიონალია და იცის თუ რა სურს. მას აქვს მკაფიო ხედვა და უპირველეს ყოვლისა კარგად იცის კოლექტივთან მუშაობა. ანჩელოტის არასდროს უჭირდა ვარსკვლავური გუნდების მართვა.

ედენ აზარი, რაფაელ ვარანი, ფრანკ რიბერი.. რომელი იმსახურებს კიდევ თქვენ სიმპატიებს?

არსებობს ბევრი ფეხბურთელი, რომელის თამაშის ყურებაც სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა არ შემიძლია არ ავღნიშნო რაფას თამაში. ძალიან ბედნიერი ვარ ფრანგით, ის "ბლანკოსის" მომავალია.

თქვენი აზრით, ვარანს შეუძლია პეპესა და რამოსის დუეტთან ჭიდილი?

მას მოთმინება მართებს. ყოველთვის უნდა დაელოდო შანსს, რომელიც მწვრთნელი აუცილებლად მოგცემს. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ვარანი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება.

რას იტყვით ბენზემაზე? ფრანგმა 10 ნომრიანი მაისური უნდა ატაროს, რომ ბედნიერება მოგვანიჭოს?

მე არ ვიცი, რა დანიშნულება აქვს ნომერს. შესაძლოა ადამიანებს სურთ, რომ კარიმმა სეზონში 60 გოლი გაიტანოს, როგორც რონალდუმ. მაგრამ მას არ სურს ამის გაკეთება. ის უფრო ფლეიმეიკერია. ბენზოს უფრო გუნდური თამაში ხიბლავს, რომელიც მადრიდულ გრანდსაც ძალიან უხდება. ანჩელოტი მას გოლების გატანის გარდა არაერთ საჭირო დავალებას აძლევს, რომელსაც შეგირდი უნაკლოდ ასრულებს.

შესაძლოა თუ არა, რომ პოლ პოგმა "თეთრებში" ვიხილოთ?

ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არსებობს კიდევ ბევრი კარგი მოთამაშე. მოუხდება თუ არა "რეალს" არ ვიცი, ვერ გეტყვით. ამის თქმის უფლება მე არ მაქვს.

Marca dle 10.1

  • Madri
  • 27 იანვარი 2015
  • 3400
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)