ლუკას სილვა: „„რეალში“ თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი“
ლუკას სილვამ პირველი პრესკონფერენცია გამართა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის რანგში.
„ვარ ტექნიკური მოთამაშე, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოედნის ცენტრი.შემიძლია პასების განაწილება და თანაგუნდელებისათვის გრძელი გადაცემების გაკეთება.ამასთანავე, სათამაშო ბალანსის შენარჩუნება.“
„ფლორენტინო პერესს პირველად შევხვდი და ძალიან კარგად მიმიღო.მისგან დიდი მხარდაჭერი ვიგრძენი.ვეცდები, რომ საუკეთესო თამაში ვუპასუხო.“
„„კრუზეიროსთან“ ერთად პრე-სეზონის გარკვეული ეტაპი გავიარე.ძირითადად ფიზიკური სავარჯიშოებით ვიყავი დაკავებული.ვფიქრობ, 80 პროცენტით ვარ მზად, თუმცა ამავე საღამოს დავიწყებ მუშაობას გუნდთან ერთად და რაც შეიძლება მალე ჩავდგები ოპტიმალურ კონდიციებში.“
„მადრიდში ისეთი დიდებული შუახაზელი ასპარეზობს, როგორიც კროოსია.დიდი ხანია ვაკვირდები გერმანელს და ჩემთვის დიდი პატივია მის გვერდით ყოფნა.ვინც იცის, შეიძლება ერთადაც მოგვიწიოს თამაში.“
„როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გავედი, ტანში დამბურძგლა, მაგრამ მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის.წარმომიდგენია, როგორი ატმოსფერო სუფევს მატჩების დროს.“
„რა თქმა უნდა, ჩემი მიზანია სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა, თუმცა ამისათვის თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.ვეცდები, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიარო და გავიუმჯობესო საფეხბურთო თვისებები.“
„მიმდინარე სეზონში „რეალში რამდენი თამაში ვნახე.გუნდი დიდებულად ასპარეზობს და დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს.“
„მინდა, რომ ჩემი გვარი ჩავწერო კლუბის ისტორიაში.“
„მოლაპარაკებები გაჭიანურდა, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებდი.საბედნიეროდ, ყველაფერი გამოვიდა.“
„ჯერ-ჯერობით კომუნიკაცია არ მქონია დამრიგებელთან და თანაგუნდელებთან.მარსელოსგან სასარგებლო ინფორმაციები მივიღე, რაც ძალიან დამეხმარება.“
„ლათინო ამერიკაში საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფეხბურთია გაჩაღებული.ვფიქრობ, მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ იქ.“
„ჩემით კიდევ რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა, თუმცა „რეალში“ გადასვლაზე ყოველთვის ვოცნებობდი.“
AS
- 26 იანვარი 2015
- 1956
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.