ილიარამენდი - „რეალის“ თილისმა
ბასკი ნახევარმცველი „რეალის“ ძირითადი წევრად არ ითვლება, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, მისი ყოფნა მწვანე მინდორზე, გუნდისთვის სასარგებლოა.
საქმე იმაშია, რომ წლეულს, ასიერ ილიარამენდიმ, სამეფო კლუბის 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქედან, 22-ვე „თეთრების“ გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მის გარეშე ჩატარებულ 12 პაექრობაში, არცთუ ისე სახარბიელო სურათი ისახება - 5 მოგება, 2 ფრე და 5 მარცხი.
შეგახსენებთ, რომ ილიარას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უწინასწარმეტყველებენ „ბლანკოსის“ დატოვებას.
Merengues.Ru
- 26 იანვარი 2015
- 2060
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.