კროოსი:"საბედნიეროდ, ყოველთვის მაღალი დონის გუნდში ვიყავი"

ტონი კროოსის განცხადებით, მისი კარიერა შესანიშნავად წარიმართა, რადგან რამდენიმე მაღალი დონის კლუბში მოუწია თამაში...


"გერმანიაში დიდი გამოცდილება მივიღე, პიკი კი მიუნხენის "ბაიერნი" იყო, ახლა ესპანეთში გადმოვბარგდი და მადრიდული ფილოსოფია სრულად გავითავისე."

"კრიშტიანო რონალდუს და მისი დონის მოთამაშეებთან ერთად ვარჯიში და სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ შერკინება უდიდესი ბედნიერებაა."

"ვარსკვლავებთან ასპარეზობას შეჩვეული ვარ, რადგან როგორც "ბაიერნი", ასევე გერმანიის ეროვნული ნაკრები არაერთი წარმოსაჩენი ფეხბურთელით არის დაკომპლექტებული."

"კარლო ანჩელოტის გუნდში გადმობარგებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღე. ერთი წამით არ ვნანობ გერმანიის დატოვებას. გასაგებია, რომ სამშობლოში თამაში უფრო იოლია, რადგან ოჯახთან ახლოს ხარ და ქუჩაში გასვლის დროს შენი ეროვნების ხალხი გხვდება, მაგრამ "რეალი" დიდი გამოწვევა იყო, რომელიც უნდა მიმეღო. მადრიდში ბედნიერი ვარ, ადაპტაცია სრულად გავიარე და გუნდში საჭირო ფიგურად ვთვლი თავს."

"აქედან წასვლას დიდი ხნის მანძილზე არ ვაპირებ. "ბლანკოსს" არაერთი გეგმა აქვს, რომელსაც ეტაპობრივად განახორციელებს." dle 10.1

  • Hala
  • 25 იანვარი 2015
  • 3081
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)