დაუღლელი კროოსი 18/1565, 6/429

ტონი კროოსი კარლო ანჩელოტის ყველაზე დიდი ნბობით აღჭურვილი შეგირდი გახლავთ. გერმანელ ფეხბურთელს ლა ლიგის თვრამეტივე მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული...


გუნდში მოსვლის დღიდან კარლოს და ტონის ურთიერთობა შესანიშნავად წარიმართა და ამ წუთამდეც გრძელდება.

ლა ლიგაში 19 ტური უკვე ჩატარდა, მაგრამ საკლუბო მუნდიალზე გამგზავრების გამო კარლო ანჩელოტის ფეხბურთელებს ერთი შერკინება რეზერვში აქვთ.

18 დაპირისპირებიდან ტონი 100%-იან შედეგს ფლობს, მის გარეშე "ბლანკოსი" მოედანზე არ გასულა, გერმანელის ანგარიშზე 1565 წუთია.

ამ ხნის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა მეტოქის კარის აღება, მაგრამ 7 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ ჩემპიონთა ლიგაც, სადაც ტონიმ 6-იდან 6 პაექრობაში იასპარეზა და ასევე 100%-იანი შედეგი აჩვენა, მის მაჩვენებელი 429 წუთს შეადგენს. სამწუხაროდ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ნახევარმცველს გოლი არ გაუტანია, ასისტების გრაფაში კი მხოლოდ 2-ჯერ შეძლო სიტუაციის გაუმჯობესება.

სეზონის დაწყებიდან დღემდე კროოსმა 31 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ტურნირზე, მისი საუკეთესო მაჩვენებელი 50 შერკინება გახლავთ, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ბაიერნის" რიგებში დააფიქსირდა. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ საკუთარ რეკორდს გერმანელი მიმდინარე სეზონის ბოლოს გააუმჯობესებს. dle 10.1

  • Hala
  • 23 იანვარი 2015
  • 3659
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)