იკერ კასილასი: ,,შეცდომა იქნება, მხოლოდ ლიგის ფინალზე ფიქრი"

იკერ კასილასი გახდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე. ამას ადასტურებს ფრანგული «L’Equipe». იკერმა ყველაზე ბევრი ხმა მოაგროვა ყველა იმ გამოკითხვაში, სადაც კი მიიღო მონაწილეობა.


ბოლო მატჩებში ვხედავდით ჩვენ ყველაზე საიმედო ,,რეალს"?

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბოლო თამაშებში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ საუკეთესო ფორმისთვის ჯერ კიდევ დრო გვჭირდება. ჩვენ უამრავი ახალი ვარსკვლავი გვყავს და წარმატებები მალე მოვა.

რას იტყვით იმაზე, რომ ფინალი ბერნაბეუზე გაიმართება?

მე ვფიქრობ, რომ შეცდომა იქნება, მხოლოდ ლიგის ფინალზე ფიქრი. ჩვენ ნელ-ნელა უნდა მივიდეთ სანუკვარ ოცნებამდე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მხოლოდ ლიგის ფინალზე ფიქრი უდიდესი შეცდომა იქნება.

ლიგის მოგება თქვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, მაგრამ მოდის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ასევე ფავორიტები ხართ...

ყველაზე მთავარია, რომ ხალხი ამაყობდეს ჩვენით. ისინი უნდა გვაქებდნენ იმის გამო, რომ ჩვენ 10 მატჩი მოვიგეთ საკვალიფიკაციო ეტაპზე და მუნდიალი დამსახურებულად მოვიპოვეთ.

რას ელით 2010 წლისგან?

რა თქმა უნდა ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, რაც შეეხება საფეხბურთო მხარეებს, ვისურვებდი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას.



ინფორმაციის წყარო:as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)