"ხეტაფესგან" გრანეროს კონტრაქტის გამოსყიდვა შესაძლებელია
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ მადრიდის "რეალი" ვერ იყიდის ხაბი ალონსოს, მაშინ ისინი გამოისყიდიან გრანეროს კონტრაქტს.
როგორც ცნობილი გახდა, სამეფო კლუბის მწვრთნელი აპირებს კიდევ ორი ნახევარმცველის ყიდვას, ესენი არაიან ფრენკ რიბერი და ხაბი ალონსო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მადრიდის "რეალმა" შეიძლება გამოისყიდოს თავისივე აღზრდილი გრანერო. მისი კონტრაქტის გამოსყიდვა დაახლოებით 5 მილიონი ევრო დაჯდება, რაც 2 მილიონით მეტია, ვიდრე "ხეტაფემ" გადაუხადა "რეალს" ამ ფეხბურთელში.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში განიხილეს გრანეროს გამოსყიდვის თემა. თავდაპირველად მის "კასტილიაში" გადაყვანას აპირებდნენ, თუმცა როგორც ხედავთ, ხელმძღვანელობამ მას უკეთესი ვარიანტი წარუდგინა.
ინფორმაციის წყარო: As.Com
სტატიის ავტორი: El Gio
- 19 ივლისი 2009
- 3611
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.