მიგელ ტორესის პრეს-კონფერენცია

მიგელ ტორესმა, რომელმაც იმისთვის, რომ კლუბთან ერთად ევარჯიშა, შეიმოკლა დასვენების დღეები, Carton House Hotel-ში პრეს-კონფერენცია გამართა.


ამდენი ვარჯიშის შემდეგ გრძნობთ თუ არა თავს დაღლილად?

ჩვენ მოწადინებულნი ვართ, რომ ვითამაშოთ, ჩვენ ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ფიტნეს-ვარჯიშები და ამიტომ არ ვწუწუნებთ , ვიცით, რომ ეს მომავალში ჩვენვე წაგვადგება.

ფიქრობთ თუ არა, რომ მწვრთნელი გაითვალისწინებს თქვენს მიერ შვებულების დღეების შემოკლებას?

ყველანი ვაკეთებთ იმას,რაც სწორად მიგვაჩნია. მე ვთამაშობდი ევროპის ჩემპიონატზე , მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც მე მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება და ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ. კლუბმა მითხრა, რომ მათ მე ვესაჭიროები და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე სხვადასხვა პოზიციაზე შემიძლია თამაში და გავაკეთებ ყველაფერს, რომ მწვრთნელმა ჩემი ირწმუნოს.

რა არის თქვენი სამიზნე კლუბთან ერთად?

ვფიქრობ, რომ დრო, რომელსაც ყველანი ასე ელოდნენ , დადგა... ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა მომდევნო წელს მოვიგოთ ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლება.

არის თუ არა განსხვავებული სიტუაცია/ატმოსფერო ამ კლუბში ?

ჩვენ წინასასეზონო პერიოდში ყველანი ცოტა აღევებულნი ვართ , იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ დროს ყველას ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს, თუ მწვრთნელის ნდობის მოპოვება სურს. თუ ამას დავუმატებთ ახალშეძენილ ფეხბურთელებს და გულშემატკივრების ენთუზიაზმს , მაშინ უფრო დიდ რამესთან გვაქვს საქმე. ვიმედოვნებ, რომ ბევრ ტიტულებს მოვიგებთ...

ბევრი საუბარი მიდის შესაძლო ახალ შენაძენებთან და ასევე ტრანსფერებთან დაკავშირებით

ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ სიტუაციაში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ 100%-ით უნდა დავიტვირთოთ და ვიმუშაოთ, რადგან წინ მსოფლიო თასია, სადაც თამაში ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა.

მოგეცემათ თუ არა სათამაშო დრო ამ სეზონში?


ვიმედოვნებ რომ ამ სეზონში ბევრად მეტს ვითამაშებ , ვიდრე წინა სეზონში. მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, ვინაიდან ამ კლუბში ბევრი შანსი არ გეძლევა და უნდა ეცადო , ერთხელ მოცემული შანსი მაქსიმალურად გამოიყენო.

ალბათ ძნელია კონცენტრირება მოახდინო თამაშზე/ვარჯიშზე მაშინ, როცა ირგვლივ ამდენი ჭორი გესმის


ეს ნებისმიერი წინასასეზონო პერიოდში ასეა. მე ვიცი, რომ მათ ყურადღება არ უნდა მივაქციო , ამიტომ ყოველთვის ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მევალება დღეის მდგომარეობით .. ასეა ნებისმიერი მადრიდელიც , ვინაიდან ასე თუ შეძლებენ ისინი ადგილის მოპოვებას კლუბში.

რას ფიქრობთ სატრანსფერო ფეხბურთელებზე?

ისინი სეზონის კარგ დაწყებაზე არიან კონცენტრირებულნი, ზოგიერთები კი პორიქით, მაგრამ იმედია ეს გამოსწორდება.

რას იტყვით პელეგრინზე?

ის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მწვრთნელია , ვინც კი მინახავს, მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედი. ის კარგი შენაძენია. იგი ყოველთვის გვადევნებს თვალყურს , განსაკუთრებით კი იმათ, ვინც კასტილიაში თამაშობდა

იქნებით თუ არა ბარსელონაზე ეუკეთესნი ამ სეზონში?

ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. ჯერ-ჯერობით ჩვენ იმაზე უფრო ვმუშაობთ, რომ ერთად თამაშს შევეჩვიოთ. ვიმედოვნებ, რომ მივაღწევთ იმას, რასაც ჩევენგან მწვრთნელი მოითხოვს და ამით ფანებსაც გავახარებთ. სეზონის დასაწყისში საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ. ყველაფერს ისე თუ გავაკეთებთ, როგორც გვევალება , მაშინ ბარსელონას ჩვენი დევნა მოუწევს.

რა გაკვირვებს ყველაზე მეტად კრისტიანო რონალდუში?

ყველაფერი, მე რობერტო კარლოსის შემდეგ ასეთი სიძლიერე არ მინახავს. ის ორივე ფეხით შესანიშნავად თამაშობს და ასევე შეუდარებლად ფლობს ბურთს.

როგორ მოქმედებს კლუბზე რონალდუს მიმართ გამოჩენილი ასეთი ყურადღება?

როცა ისეთი ფეხბურთელი გყავს, როგორიც კრისტიანოა, მაშინ არ უნდა გიკვირდეს პრესისგან ასეთი ყურადღება. როცა ის დაიწყებს თამაშს, მაყურებელი იტყვის , თუ რა მაგრად თამაშობს, ეხლა კი ამბობენ, რომ თუ რამდენი ღირს.

რას ურჩევდით იმათ, ვისაც ესპანეთში არ უთამაშია?

ფეხბურთი უნივერსალური ენაა. მიმაჩნია, რომ მათ არანაირი რჩევა არ ჭირდებათ. ჩვენ დავეხმარებით მათ ადაპტირებაში და ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაგვეხმარებიან ჩვენ ბევრი ტიტულის მოგებაში.


წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 18 ივლისი 2009
  • 1785
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)