ლიპი:"ანჩელოტის წასვლამ იტალიის ჩემპიონატის დონის დაწევა განაპირობა"

ლეგენდარული სპეციალისტის, მარჩელო ლიპის განცხადებით, კარლო ანჩელოტის იტალიიდან წასვლამ მთლიან ჩემპიონატს დაასვა დაღი...


"ჩვენ ვხედავთ გერმანიის ჩემპიონატს, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება, იგივეს თქმა შეიძლება ჰოლანდიაზეც, სადაც უამრავი ლამაზი გოლი გადის და გუნდები სანახაობრივი ფეხბურთის მოტრფიალენი არიან. ინგლისსა და ესპანეთზე საუბარი აღარ ღირს. ამ ორ ქვეყანას საუკეთესო ჩემპიონატი აქვს."

"იყო დრო, როდესაც იტალიის სერია "ა" საუკეთესოდ ითვლებოდა. "მილანი", "ინტერი", "რომა", "იუვენტუსი", "პარმა" და სხვა გუნდები უდიდეს ძალას ქმნიდნენ. მახსოვს, 2003 წლის ფინალი, როდესაც ჩემი "იუვე" კარლო ანჩელოტის "მილანს" შეხვდა. შეხვედრა შესანიშნავი გამოდგა. სამწუხაროდ, დავმარცხდით, მაგრამ ის მატჩი იტალიური ფეხბურთის ზეიმი იყო."

"კარლო ანჩელოტის "როსონერიდან" წასვლამ უდიდესი დაღი დაასვა მთლიანად ჩემპიონატს. ყველაფერს დაემატა "იუვეს" სკანდალი და ასე შემდეგ, თუმცა "მილანის" რეგრესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დარწმუნებული ვარ კარლიტოს დარჩენის შემთხვევაში "შავ-წითლები" ასეთ დონეზე არ დაეცემოდნენ. დღეს ვხედავთ იმას, რასაც ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით 5-6 წლის წინ. "როსონერი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც კი ვერ გავიდა."

"ანჩელოტი გენიოსია, მან იცის როგორ მართოს გუნდი. არ აქვს მნიშვნელობა მას ჰყავს თუ არა ვარსკვლავები, ის კარგი მენეჯერია, რომელიც სწორედ იმ მიმართულებით მუშაობს, სადაც გუნდს პრობლემა აქვს."

"არ გამიკვირდება, მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა თასი მეორედ, რომ აღმართოს, რადგან კარლიტო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ყოველთვის პროდუქტიული იყო." dle 10.1

  • Hala
  • 2 იანვარი 2015
  • 1855
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)