მენდეში:"რონალდუ კარიერას "რეალში" დაასრულებს"

კრიშტიანო რონალდუს აგენტმა, ხორხე მენდეშმა საინტერესო განცხადებები გააკეთა საკუთარ კლიენტთან დაკავშირებით...


"კრიშტიანოსთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს, ჩვენ მხოლოდ თანამშომლები არ ვართ. როდესაც ესპანეთის დედაქალაქში ვიმყოფები, ყოველთვის ვხვდებით ერთმანეთს, ურთიერთობა ყოველდღიური გვაქვს. მიხარია, რომ შვიდიანთან მეგობრობა მაკავშირებს, ის დიდებული პიროვნებაა."

"რონალდუ "ბლანკოსში" ძალიან ბედნიერია და დარწმუნებული ვარ კარიერას სწორედ ესპანეთში დაასრულებს. წინახაზელს კლუბისთვის დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია, მისი მიზანი მუდამ წინსვლა და ტიტულებისთვის ბრძოლაა."

"არ მსურს რონი ალფრედო დი სტეფანოს და რაულ გონსალეს ბლანკოს შევადარო, ეს ფეხბურთელები მრავალის წლის მანძილზე იცავდნენ "მერენგების" ღირსებას, კრიშტიანო კი ახლაც ისტორიის წერის პროცესშია, თუმცა ის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლავთ. ამ ეტაპზე რონი და სამეფო კლუბი განუყოფელი რამ არის."

"დღევანდელ დღეს რონალდუ უდავოდ საუკეთესოა და დარწმუნებული ვარ მესამე ოქროს ბურთს სულ მალე დაისაკუთრებს. მესის რეკორდი ჯერ-ჯერობით მიუღწეველია, მაგრამ თუ რონიმ მსგავს ტემპში განაგრძო თამაში, ის ახალ რეზულტატსაც შემოგვთავაზებს, რომელიც მართლაც ბევრისთვის წლების მანძილზე იქნება დაუპყრობელი მწვერვალი."

"ნეიმარი ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს, მას შეუძლია მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს, თუმცა ბევრი მუშაობა მართებს. არ ვიცი მიაღწევს თუ არა მესის და რონალდუს დონეს, თუმცა პერსპექტივა ნამდვილად არსებობს." dle 10.1

  • Hala
  • 27 დეკემბერი 2014
  • 7022
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)