პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა დამდეგი შობა მიულოცეს ქომაგებს

მადრიდის „რეალის,“ პრეზიდენტი, საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბის მწვრთნელები და მოთამაშეები „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეიკრიბნენ, რათა დამდეგი შობა მიელოცათ გულშემატკივრებისათვის.


ფლორენტინო პერესი: „ახლა, „უნდესიმაზე (ჩ/ლიგის მე-11 თასი)“ საუბრობს ყველა“
„ტრადიციისამებრ, მომავალ დღესასწაულს, ჩემს ოჯახთან, შვილებთან, შვილიშვილებთან, დედმამიშვილებთან, დისშვილებთან და ძმისშვილებთან ერთად აღვნიშნავ.ვფიქრობ, 2014 წელი განსაკუთრებული გამოდგა თითოეული მადრიდისტასთვის.

მიმდინარე წელს, ძალიან დიდი ადამიანი დავკარგეთ დი სტეფანოს სახით.ის კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.მან შეცვალა, როგორც „რეალის,“ ასევე ფეხბურთის ისტორია.დონ ალფრედო ყოველთვის ემახსოვრება მადრიდულ სამყაროს.ის მუდამ ჩვენ გვერდით იქნება.

ბოლო შეხვედრა, რომელსაც ჩვენმა სპატიო პრეზიდენმტა მიადევნა თვალი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გახლდათ.დიდხნიანი პაუზის შემდეგ, „რეალი“ კვლავ დაბრუნდა მაღალ მწვერვალზე.სადღესასწაულო ეიფორიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რას ნიშნავს აღნიშნული ტიტული გუნდისათვის.რაც მთავარია, გაჩერებას არ ვაპირებთ და უკვე „უნდესიმაზე“ საუბრობს ყველა.ჩვენ ამისათვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.“

კარლო ანჩელოტი: „ფანტასტიკური წელი გამოდგა“
„საშობაო დღეები ყოველთვის სიმშვიდესა და მყუდროებასთანაა დაკავშირებული.ამ პერიოდში, ჩვენ მადლობას ვუხდით ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს.ნამდვილად ფანტასტიკური წელიწადი გამოდგა.დიდი ძალისხმევის გაღებით, მნიშვნელოვანი მონაგარი ჩავიწერეთ აქტივში.2014-ში დაწყებული ციკლი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს 2015-ში.

ძალიან ბედნიერი ვარ „ლა დესიმას“ მოგებით, რომელიც თავდაუზოგავი შრომისა და მადრიდისტების ექსტრაორდინარული მოტივაციის ნაყოფია.ჩვენ ყველასათვის საოცნებო ტურნირის ჩემპიონობი გავხდით.უდავოდთ, ათაიანს დავუწერ ჩემ თითოეულ შეგირდს.მადრიდისტებს მივმართავ, რომ სიყვარულით დაგვიდგნენ გვერდით, რამეთუ ეს გუნდი იმსახურებს მათ მხარდაჭერას.“

იკერ კასილიასი: „ვიმედვონებ, მადრიდისტები დიდ სიამოვნებას იღებენ დიდებული სეზონით“
„წლევანდელი შობი ძალიან განსხვავებულია, ჩვენ მეტად სადღესასწაულო განწყობით ვხვდებით მას.მიმდინარე წელს, ჩემ ოჯახს მნიშვნელოვანი წევრი შეემატა და ჩვენ მასთან ერთად ვიმხიარულებთ.გვინდა, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ ამ პერიოდისგან და რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ პატარასთან.ეს განსაკუთრებული და ამაღელვებელია ჩემთვის.“

„ნამდვილად დაუვიწყარ წელიწადთან გვაქვს საქმე.ჩვენ მოვიგეთ ტიტულები და ადამიანებს ბედნიერის საშუალება მივეცით.ვიმედოვნებთ, რომ 2015-იც არანაკლებ წარმატებული და განსაკუთრებული იქნება.რა თქმა უნდა, „რეალის“ მიზნები არ იცვლება.კვლავ ვეცდებით ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ადგილის დაბევებას.ვიცით, რომ ეს ძალიან, რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.“

სერხიო რამოსი: „გვინდა, რომ უფრო მეტი ტიტული აღვნიშნოთ ქომაგებთან ერთად“
„შობას, ჩემს ოჯახში ომი გაჩაღდება პატარებს შორის (შვილი და ძმისშვილი - ავტ.), რომლებმაც ახლადან აიდგეს ფეხი.კალენდარის ეს მონაკვეთი, საყვარელ ადამინებთან ერთად უნდა გავატაროთ.ვფიქრობ, მშვენიერი იქნება მშობლიურ რეგიონში დაბრუნება.

2014 წელი ფანტასტიკური იყო და არა მხოლოდ ტიტულების მოგების გამო.ანჩელოტის დამსახურებით, ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე გამოიყურებოდა.

„რეალმა“ დაიბრუნა ძლევამოსილება.ჩვენ ყველა საგარეო სტადიონზე პატივისცემით გვხვდებიან.„ლა დესიმა“ უნაკალური მომენტი გამოდგა.ნამდვილად მეამაყება, რომ კლუბის ისტორიაში, ჩ/ლიგის ფინალში გატანილი გოლით შევედი.მადრიდისტების გულების გახარება, ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია ჩემs ცხოვრებაში.თუ ამ ტემპში გავაგრძელებთ ბურთაობას, მომდევნო წელი უკეთესი იქნება.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)