ვან დერ ვაარტი: “რთული პერიოდი უკვე გადავლახე”

ვან დერ ვაარტი: “რთული პერიოდი უკვე გადავლახე”


AS-თან ინტერვიუში რაფაელ ვან დერ ვაარტმა გუნდში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.


“ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ადგილის დამკვიდრებისთვის მიწევს ბრძოლა, რისთვისაც მზად ვარ. ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ვიქცე.”

“ძალიან დიდი სიამოვნებაა ისეთი შესანიშნავი ფეხბურთელების მხარდამხარ თამაში, როგორებიც რონალდო, ბენზემა და იგუანი გახლავან. გუნდში ბევრი კარგი მოთამაშე ირიცხება, ამასთან, თითოეული მათგანი ძალიან თავდაჯერებულია.”

“რეალის” ფეხბურთელობა ჩემთვის უდიდესი პატივია. მართალია, რაღაც რთული პერიოდი მქონდა, თუმცა ის უკან მოვიტოვე. თანაგუნდელებისა და მწვრთნელის მიმართ კი, სასაყვედურო არაფერი მაქვს. ფაქტია, რომ კარგ ფორმაში არ ვიყავი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფეხბურთელები მუდმივად მამხნევებდნენ და მხარში მედგნენ.”

“იმედია, 2010 წელი ჩემთვის უფრო წარმატებული იქნება. უმთავრესი ნატვრა ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებაა.”

“ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მითხრა, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მჭირდება. მუნდიალი ჩემთვის მოტივაციის უმთავრესი წყაროა, ამიტომ მუშაობა გაათმაგებული ენერგიით მომიწევს.”

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 26 დეკემბერი 2009
  • 2926
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)