კარლიტოს ეპოქა

ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი და ესპანეთის სამეფო თასი - ანჩელოტის მონაგარი 2014 წელს.


პირველად, კლუბის 112 წლიანი ისტორიაში, მადრიდელებმა 4 ტიტულს მოუყარეს თავი (წლის განმავლობაში).12 წლიანი ლოდინის შემდეგ აღმართულ „დესიმას,“ ბებერი კონტინენტის სუპერთასი და საკლუბი მუნდიალი თან მოჰყვა და ახლა უკვე, „რეალი“ ყველაზე ტიტულოვანი კლუბია „მილანთან“ ერთად (20-20 საერთაშორისო თასი).

ეჭვგარეშეა, რომ მიმდინარე წელი, ძალიან დიდხნას ემახსოვრება როგორც მადრიდულ, ასევე საფეხბურთო სამყაროს.ჩატარებული 63 თამაშიდან, „თეთრებმა“ 51 გამარჯვებით დაასრულეს, 5 შემთხვევაში ყაიმი გააგორეს, ხოლო 7-ჯერ დამარცხდნენ.ამასთანავე, შედეგიანი დარტყმების გრაფაში 178 ჩაწერეს, რამაც ავტომატურად, „ბარსელონას“ რეკორდის გაუმჯობება გამოიწვია (2012 წელს, კატალონიელების მონაგარი: 49 მოგება და 175 გოლი).

მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტის დანიშვნიდან მხოლოდ 16 თვეა გასული, იტალიელმა უკვე მოასწრო კლუბისათვის ძველი დიდების დაბრუნება.ამ ეტაპისათვის, უფტო მეტი ტიტული დადო, ვიდრე მოურინიომ, რომელიც 3 წელი მუშაობდა ესპანეთში და გასახდელშიც გაცილებით უკეთესო გარემო სუფევს, ვიდრე პორტუგალიელის მესაჭეობის ჟამს.

„ანჩელოტის გუნდი ხელოვნების ნაყოფია,“ „ის თავმდაბალი, კეთილშობილი და ინტელიგენტი პიროვნებაა“ ასე აფასებენ იტალიელს, ფეხბურთის ისეთი მოღვაწეები, როგორებიც საკი და დელ ბოსკზე არიან. „მისტერმა ოჯახური განწყობა შექმნა გუნდში“ - თანხმდებიან სამეფო გუნდის მოთამაშეები.

არადა, „პაპა კარლის“ მიერ განვლილი გზა სულაც არ ყოფილა იოლი და ვარდებით მოფენილი.მას უნდა გადაეჭრა მეკარეების პრობლემა და დი მარიას საკითხი, რომლის ნაცვლადაც ბეილს უნდა ეთამაშა მარჯვნით, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, იტალიელმა იმდენი მოახერხა, რომ ევროპის ჩემპიონობა მოუტანა გუნდს.პლიუს ამას, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლიდერების უმტკივნეულო წასვლაც, სწორედ მისი დამსახურებაა.

თავის მხრივ, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა, კონტრაქტის გახანგრძლივებით ეცდება ანჩელოტისათვის მადლობის გადახდას.როგორ დაანონსებულია, კარლიტოს მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს გადაიხადება: „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, 2030 წლამდე დავრჩებოდი მადრიდში“ - დასძინა ერთ-ერთ ინტერვიუში მწვრთვნელმა.

და ბოლოს, კარლიტოს ფორმაციის „ბლანკოსი“ ახლოს არის დიდებულ რეკორდთან.მადრიდელებმა უკვე 22 შეხვედრა მოიგეს მიჯრით და თუ კიდევ 3 თამაშს ჩაატარებენ წარმატებით, ბრაზილიური „კორიტიბას“ შედეგს დაამხობენ, რომელიც „გინესის“ რეკორდების წიგნშია შესული.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)