იგუაინისა და გარაის საახალწლო მილოცვა

"ბლანკოსის" არგენტინელმა ფეხბურთელებმა, გონსალო იგუაინმა და ეზეკილ გარაიმ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ქომაგებს.მათ თვალთახედვიდან არ გამოეპარათ თანაგუნდელი პეპეს მდგომარეობა და პორტუგალიელს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.


პიპიტაცა და ეზეკილიც საშობაო არდადეგების თავიანთ სამშობლოში გატარებას აპირებენ.აღსანიშნავია, რომ არგენტინაში ამ დროს ზაფხულია: "ტრადიცილურად ოჯახთან ერთად ვხვდები ამ დღესასწაულებს.ჩვენ ახლა მადრიდიდან წასვლის შემდეგ თბილ სამოსებს გავიხდით, რამეთუ სამხრეთ ამერიკაში 40 გრადუსი სიცხე გველოდება (იცინის)" - აღნიშნა გარაიმ.

"ძალიან მიხარია არდადეგები.მე გავემგზავრები არგენტინაში, სადაც ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად აღვნიშნავ დღესასწაულს" - დასძინა იგუაინმა.

გონსალო იგუაინმა 2009 წელი ორი გოლით გააცილა.პიპიტას მადრიდული კარიერა წარმატებით მიმდინარეობს.იმედს ვიქონიებ, 2010 წელს ის გაცილებით მეტი გოლის გატანს მოახერხებს.

რაც შეეხება გარაის, ის პირველ სეზონს ატარებს მადრიდში.ჯერჯერობით ბოლომდე არ გამოვლენილა მისი შესაძლებლობები, თუმცა გარკვეული თამაშებიდან უკვე შეიძლება ითქვას, რომ "რეალმა" მისი შეძენით კორექტული ნაბიჯი გადადგა.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)