ბინძური კატალონიური პრესა!

სწორედ ასე შეიძლება დახასიათდეს მთელი კატალონია გუშინდელი დღის შემდეგ. არაფერი პირადული, უბრალოდ წმინდა წყლის სიმართლე


საერთოდ არ ვაპირებდი სხვადასხვა მიზეზების გამო სტატიის დაწერას, მაგრამ დღეს დილით რომ გადავხედე ინფორმაციებს , უმეტესად კი გუშინდელი დღიდან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ უფრო კატალონიური პრესა მაინტერესებდა, პირი ღია დამრჩა. აბსოლუტურად ყველა მათგანი ღაღადებდა ერთ რამეს: "სირცხვილი", "სამარცხვინო თვის ღირსეული დასასრული". თავიდან მეგონა, რომ საუბარი "ბარსელონაზე" და მის ნემო მწვრთნელ "ლუჩოდ წოდებულ" ლუის ენრიკეზე იყო, რომელმაც წინა თვეების მანძილზე როგორღაც მოახერხა და ხელახლა შექმნილ გუნდთან სანატრელი ქულათა სხვაობა ქარს გაატანა.

მაგრამ ჩვენი კოლმეურნეობის ყოფილი თავმჯდომარისა არ იყოს, ნურას უკაცრავად. თურმე საქმე "მადრიდის რეალში" და მის პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდუშია, რომელმაც გაბედა და იმაზე ნაკლებ ვადაში, ვიდრე ჯუჯა ჯადოქარმა, იმაზე ნაკლებ თამაშში, ვიდრე არაამქვეყნიელმა , მაგრამ ამავდროულად არგენტინელმა, მოახერხა და ყველაზე მეტი ჰეთრიკი გაიტანა, მოახერხა და ყველაზე სწრაფად გაიტანა 200 გოლი, მოახერხა და ყველას ნელ-ნელა ავიწყებს მათ გენიოსს. დღეს ყველა რონალდუზე საუბრობს, დღეს ყველა რონალდუს აქებს და ვიცით, ეს ძნელი გადასატანია, როცა მთელი 4-5 წლის მანზილზე ყველა შენს მზეს ფიცულობდა, მაგრამ ხომ უნდა გადაიტანო არა?

მაშინ როცა მსოფლიო პრესა ხოტბას ასხამს რონალდუს და მის მიღწევას, ბობოქრობს კატალონია. დილიდან ყველა მისი ჟურნალისტი მხოლოს ტალახის სროლით არის დაკავებული და არა იმის აღიარებით, თუ რამხელა შრომა ჭირდება იმას, რასაც რონალდუმ ამ მოკლე ხანში მიაღწია. ტალახის სროლა ადვილია, მაგრამ ყველაზე ძნელი კი ისაა, როცა ამ ტალახის აწმენდა მერე თავად მოგიწევს. მათ ეს უკვე მოუწიათ ერთხელ , როცა ძლევამოსილის იმიჯით ჩამოვიდნენ "ბერნაბეუზე" და გაუპატიურებული ქათმებივით დაბრუნდნენ უკან. სწორედ მაშინ დაიწყო ის, რამაც მათ ქულები დააკარგვინა, ხოლო "მადრიდის რეალს" კი პირიქით, ლიდერობა მოუტანა. დღეს ეს ხალხი დგას და იძახის "რეალს" მსაჯები ეხმარებიანო. თქვენ ქულები მსაჯებმა დაგაკარგინათ მეგობრებო? თუ არაამქვეყნიურად შერაცხილმა არგენტინელმა , რომელიც თავს ინახავს, მაგრამ რისთვის, ჯერ კაციშვილმა ვერ გაიგო და ალბათ ვერც გაიგებენ. მსაჯებმა დაგაკარგინათ ქულები, თუ თქვენმა კლუბმა დაკარგა თავისი უღიმღამო თამაშით?

ჯერ იყო და იძახოდნენ მესი გუნდურ თამაშზეა გადასული და საგოლე გადაცემებს აგროვებსო, უკვე საკმარისი გოლი აქვს გატანილიო. დაიწყო რონალდუმ საგოლე გადაცემების გაკეთება და თქვენდა სამწუხაროდ გაასწრო კიდევაც თქვენს მზეს. ამას მოჰყვა იმ მომენტების დათვლა, რომლითაც გოლის გატანა შეიძლებოდა ე.წ. გგშ. ერთი კვირის წინ თუ არ ვცდები, რომელიღაც სტატისტიკურმა ბიურომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც კრიშტიანო რონალდუს უფრო მეტი საგოლე მომენტი აქვს შექმნილი , ვიდრე თქვენს მარსიანელს. კიდევ , ამბობდნენ იმას, რომ რონალდუ თერთმეტმეტრიანებიდან იტანდა ძირითადად გოლს და ჰოი საოცრებავ, თურმე თერთმეტმეტრიანსაც გამოყენება ნდომებია და თურმე ადვილი შესაძლებელია, რომ ის ვერ გაიტანო. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კი მორიგი მარგალიტი: თურმე რონალდუ კარის წინ დგება და უბრალოდ აგორებს ბურთს ცარიელ კარში, ხოლო მესი კი ხარისხით უკეთესებს იტანს .. ჯერჯერობით ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით კატალონიელებო. უბრალოდ იხარეთ ჯერ ამ ხუი-თ გულები, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, რომ საბოლოოდ ისიც არ შეგრჩეთ.

ეხლა კი რონალდუ. ჩვენი მონსტრი, ჩვენი კომანდორი, ჩვენი კრიშტიანო. რონსეროსი არ იყოს, 200 მადლობა მას. ოქროს ბურთის მომავალი მფლობელი ნამდვილად "მადრიდის რეალში" თამაშობს. ცხრა გოლი და სანტინალაც დაძლეულია. რონალდუსთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მისი უმთავრესი მიზანი კი ლეგენდარული შვიდიანი რაულ გონსალესია, რომლის მაჩვნებელსაც დიდი დღე არ უწერია. მისი მონდომება, მისი ამბიცია, მისი შრომა, მისი ბოლომდე ბრძოლა , მისი მუდამ განვითარებაზე ფიქრი შეუძლებელია არ გსიამოვნებდეს, შეუძლებელია არ მოგწონდეს. სწორედ რონალდუა მაგალითი იმისა, რომ ვინც ბევრს იშრომებს , შედეგსაც ის მიიღებს, რომ "ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი", რომ შრომა ყოველთვის ფასდება.

ანჩელოტისა არ იყოს, რონალდუს ყოლა დიდი უპირატესობაა და მადლობა ღმერთს, რომ დღეს ეს უპირატესობა ჩვენ გვაქვს.

საუკეთესო სურვილებით მადრიდისტებო და ენრიკეს იმედად დარჩენილო კატალონიელებო ...

შველა.

პს სტატია წარმოადგენს ავტორის პირად აზრს და ის არ გამოხატავს ადმინისტრაციის საერთო მოსაზრებას! dle 10.1

  • shvela
  • 7 დეკემბერი 2014
  • 5801

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)