ევერტონი დრენტეს ტრანსფერით დაინტერესდა
როგორც ინგლისური საინფორმაციო წყაროები იუწყებიან ინგლისის ევერტონი დაინტერესებულია როისტონ დრენტეს შეძენით...
როგორც გამოცემა Daily Mail იუწყება, ევერტონის მესვეურებს მთავარმა მწვრთნელმა დრენტეს შეძენა თხოვა, ჯერჯერობით ოფიციალური წინადადებით მადრიდისთვის არავის მიუმართავს, მაგრამ ამავე გამოცემაზე დაყრდნობით ევერტონელები მზად არიან ჰოლანდიელ ახალგაზრდაში 7 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ.
დრენტეს ბევრჯერ განუცხადებია, რომ ის აპირებს რეალის დატოვებას და სურს ინგლისში გადაბარგება, სწორედ ამიტომ უთხრა მან უარი პანათინაიკოსსა და ფიორენტინას, ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება არ დაწყებულა.
- 18 ივლისი 2009
- 3940
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.