ედენ ჰაზარდის ოცნება

შეიძლება სტატიის სათაურში ხსენებული სახელი და გვარი ჩვენთვის არაფრის მთქმელია, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ბელგიელებზე, რომლებიც თვლიან რომ ედენ აზარდი თავიანთი სამშობლოს ამომავალი ვარსკვლავია.ფეხბურთელი 18 წლისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდ იმედებს ამყარებენ მასზე.


ედენი ფრანგული "ლილის" ღირსებას იცავს.ის გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება.წლევანდელ სეზონში აზარდის აქტივში 17 გამართული შეხვედრა და 3 გოლია (ერთი გოლი უეფას თასზე გაიტანა)."ლილის" კარგი თამაში გარკვეულწილად ედენის დამსახურებაცაა.შეგახსენებთ, რომ ფრანგები ეროვნულ ჩემპიონატში მეორე საფეხურზე არიან, ხოლო უეფას თასზე წარმატებით შეძლეს ჯგუფური ეტაპის დასრულება.

ბელგიელი ახალგაზრდის ოცნებაა მადრიდის "რეალში" თამაში.ის ამის შესახებ პრესაშიც საუბრობს: "კარგად ვიცი, რომ ჩემით ისეთი გუნდები არიან დაინტერესებულნი, როგორებიცაა მილანის "ინტერი" და კატალონიის "ბარსელონა," თუმცა სამეფო კლუბი ჩემი ოცნების გუნდია.იმ შემთხვევაში თუ ვერ შევძლებ თეთრი მაისურის მორგებას, მაშინ მსურს "არსენალის" რიგები შევავსო" - განაცხადა ედენმა.

ცნობილია, რომ 18 წლის ფეხბურთელის იდეალი ზინედინ ზიდანია.ესპანური პრესის ცნობით, თავად ფრანგიც დაინტერესებული ყოფილა "ლილის" ვარსკვლავის მდგომარეობით.არ არის გამორიცხული, მადრიდელი სკაუტები უკვე აკვირდებოდნენ აზარდს.

სამწუხაროდ, ვერ შევძელი სტატიისთვის მიმება "იუ თუ ბის" იმ ვიდეოს ლინკი, რომელშიც კარგად არის ასახული დღევანდელი "პოსტის" გმირის პოტენციალი.შეგიძლიათ იგივე "იუ თუ ბიზე" აკრიფოთ Eden Hazard-ი და უყუროთ ვიდეო კოლაჟს ხსენებული მოთამაშის მოთამაშეზე.

სტატიის წყარო: Defensacentral.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)