ანჩელოტი: „კლუბები ძალადობის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ“

„კოპა დელ რეის“ 1/16 ფინალის განმეორებითი პაექრობის წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„დეპორტივოს“ ქომაგის დაღუპვა: „მწუხარების დღეა, რამეთუ ტრაგედია დატრიალდა.მსგავსი შემთხვევა იტალიაშიც დაფიქსირდა, როდესაც სერია ა-ში ვმუშაობდი.მნიშვნელოვანია მომხდარი ფაქტის დროული გამოძიება.კლუბები ძალადობის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ.მაგალითისათვის, ინგლისში, სადაც მრვლად იყვნენ ხულიგნები, დიდი შრომა გაწიეს პრობლემების მოსაგავრებლად.“

„ამ ეტაპისათვის, ინგლისური ფეხბურთისგან გამიჯნულია ძალადობა.სტადიონის ირგვლივაც სამართალდამცველების ნაკლებობაა.ნიშანდობლივია, რომ იქ, არასოდეს გავმხდარვარ თავდასხმის მსხვერპლი, ხოლო 15 დღის წინ, ერთ-ერთ სტადიონზე, ძალიან გამაბრაზა სათადარიგო სკამის უნდა მჯდომმა ქომაგმა.“

„ვფიქრობ, რადიკალური დაჯგუფებები უნდა დაიშალოს.ამ მხრივ, „რეალმა“ და „ბარსელონამ“ ნიშანდობლივი ნაბიჯები გადადგეს და იმედია, სხვა საფეხბურთო ორგანიზეციებიც მიბაძავენ.“

„ხშირად ფეხბურთელებს ძალიან უშვერი ფრაზებით ამკობენ, თუმცა ჩემი აზრით, ამისათვის თამაშები უნდა შეჩერდეს.“

„ვერ გეტყვით, ახლა ნამდვილად არაა „ოქროს ბურთზე“ ფიქრის დრო.შესაძლებელია, სამეულში გერმანელი მოთამაშე მოხდეს, მათ შორის ნოიერიც.“

„ბოდიშს ვიხდი, სერხიო რამოსი მეც დამავიწყდა.მან ძალიან მნშვნელოვანი გოლები გაიტანა, როგორც 1/2 ფინალში, ასევე ფინალში და რატომაც არა?“

„„სანტიაგო ბერნაბეუ“ ყოველთვის დიდ დახმარებას გვიწევს.ქომაგებს ჩვენ ვუყვართ და მათთვის არსებითი მნშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მეტოქე.„რეალს“ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და „კორნელას“ წინააღმდეგ, კონკურენტუნარიანი თერთმეტეული იასპარეზებს.“

„ხედის თავს კარგად გრძნობს და მზადყოფნაშია.პეპე, რამოსი, მარსელო, რონალდო, ბენზემა და კროოს დაისვენებენ, ხოლო მედრანი, ილიარა და სემი სასტარტო წუთებიდან დაიცავენ კლუბის ღირსებას.“

„მედრანი შემდგარი ფეხბურთელია.მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.უფრო მოდრიჩისა და კროოსის სტილია.“

„მარკო ალონსო დიდებული მოთამაშეა და ამიტომაც, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ „მალიორკასთან.“დიდი ალბათობით, ზაფხულში შემოგვიერთდება ახალაგზრდა ნახევარმცველი.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)