დარჩენილია მხოლოდ 6 მატჩი

მადრიდის "რეალს" მიმდინარე წელს მხოლოდ ექვსი მატჩი დარჩა ჩასატარებელი.


2014 წლის დასრულებამდე სამეფო კლუბს ექვსჯერ მოუწევს მწვანე მინდორზე გამოსვლა. დეკემბერის თვეში პირველ მატჩს ბლანკოსი სანტიაგო ბერნაბეუზე ჩაატარებს "კორნელიას" წინააღმდეგ. ამის შემდეგ მერენგებს კვლავ საკუთარ კედლებში მოუწევთ პრიმერა დივიზიონის მატჩის ჩატარება, სადაც ისინი "სელტას" დაუპირისპირდებიან.

9 დეკემბერს სრულდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, სადაც მადრიდის "რეალის" მეტოქე "ლუდოგორეცი" იქნება. სამი დღის შემდეგ კი კვლავ პრიმერა დივიზიონის მატჩი ელით ბლანკოსის გულშემატკივრებს. დედაქალაქელები "ალმერიასთან" ეცდებიან საუკეთესოს გამოვლენას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შეხვედრა, სადაც "რეალი" ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაერთვება ბრძოლაში. რაც შეეხება 2014 წლის უკანასკნელ მატჩს, ეს იქნება 30 დეკემბერს ამხანაგური დაპირისპირება "მილანის" წინააღმდეგ, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.

Bernabeudigital.com dle 10.1

  • Junior
  • 30 ნოემბერი 2014
  • 3930
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)