"მილანი" ზამთარში მოლაპარაკებებს გამართავს

ფილიპო ინძაგი ფაბიო კოენტრაუს შეძენით ინტერესდება, აქედან გამომდინარე "როსონერის" ხელმძღვანელობა ზამთარში ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს...


პორტუგალიელი მოთამაშე მარსელოს მიერ აშკარად დაიჩრდილა. მიღებულმა ტრავმამ ფაბიოს პრობლემები შეუქმნა და ფაქტიურად არ უწევს მოედანზე გასვლა. დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ "ხუთიანს" შანსი მისცა, თუმცა აშკარაა, რომ პრაქტიკის უქონლობამ მოთამაშეს დაღი დაასვა.

იტალიელებს გარკვეულწილად კარლო ანჩლოტის იმედიც აქვს, რომელიც "როსონერის" მიმართ დადებითად არის განწყობილი, ანალოგიურის თქმა შეიძლება ფლორენტინო პერესზეც. მადრიდელი პრეზიდენტისა და ადრიანო გალიანის თბილი ურთიერთობა მთელ მსოფლიოშია ცნობილი.

ფინანსური დეტალები ჯერ-ჯერობით არ სახელდება, თუმცა "მილანი" პორტუგალიელ მცველს დიეგო ლოპესის სტილში ვერ შეიძინეს, "შავ-წითლებს" ჯიბეზე ხელის გაკვრა აუცილებლად მოუწევს, რადგან ფაბიოს ფასი მინიმუმ 20 მილიონი ევროა.

თავის დროზე ფლორენტინომ პორტუგალიელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღო, მას შემდეგ კი ფეხბურთელმა აშკარა პროგრესი აჩვენა.

კოენტრაუმ ლა ლიგის 13 ტურში მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა მოედანზე გამოსვლა, მის ანგარიშზე მხოლოდ 102 წუთია. ჩემპიონთა ლიგაზე კი 5-იდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიეცა შანსი, შესაბამისად 90 წუთს მოითვლის. dle 10.1

  • Hala
  • 30 ნოემბერი 2014
  • 2382
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)