ოქროს ბურთი: მესიმ დაიგვიანა

ტრადიციისამებრ, იანვრის გალა დაჯილდოვების მოახლოვებასთან ერთად, უფრო მძაფრდება დისკუსიები „ოქრო ბურთის“ თაობაზე.


კრიშტიანუ რონალდუს ბრწყინვალე ბურთაობიდან გამომდინარე, საფეხბურთო მიმომხილველთა, ფეხბურთელა, ჟურნალისტთა, თუ მწვრთნელმა უმრავლესობა, სწორედ მას ასახელებს უკონკურენტო ფავორიტად, თუმცა ტელმო ზარასა და რაულის რეკორდების დამხობის შემდეგ, „ბარსელონამ“ და კატალონიურმა მედიამ, აქტიურად დაიწყეს მესის წინა პლანზე წამოწევა (მანამდე, თითქოს შეგუებულნი იყვნენ, რომ „ათიანი“ შანსი არ ჰქონდა - ავტ.).

მაგალითისათვის, გამოცემა El Mundo Deportivo-მ 10 პუნქტიანი გეგმა ჩამოწერა (მათ შორისაა მოხსენიებული, რეკორდების დამყარებაც - ავტ.), თუ რატომ იმსახურებს არგენტინელი შემტევი საუკეთესო მოთამაშის წოდებას, ხოლო ლუის ენრიკე და თანაგუნდელები, უკანასკნელ პრესკონფერენციებზე პერმანენტულად გაიძახიან, რომ „ოქროს ბურთის გამარჯვებული „არაამქვეყნიური“ უნდა გახდეს.“

ცხადია, მესის ისტორიულ გოლებს, შესაძლოა გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მონაწილე პირებზე, მაგრამ ცნობისთვის, ეროვნული ნაკრების დამრიგებლებს, კაპიტნებსა და მედიის წარმომადგენლებს, 21 ნოემბრამდე ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, რაც იმას ნინშავს, რომ ლეომ ცოტათი დაიგვიანა, რამეთუ ზარასა და რაულის უკან მოტოვება, შემდგომ დღეებში მოხდა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)