ბუტრაგენიო:"გუნდი სოლიდურ სვლას განაგრძობს"

ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორის, ემილიო ბუტრაგენიოს განცხადებით, მადრიდის "რეალში" ყველაფერი რიგზეა და გეგმის მიხედვით მიდის...


"უპირველესყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ რთული თამაში იყო და გატანილმა ორმა გოლმა ვერ მოგვგვარა შვება. "ლა როსალედას" მკვიდრნი ბოლომდე იბრძოდნენ და სათანადო წინააღმდეგობა გაგვიწიეს. "მალაგა" მაღალ ტემპში თამაშობდა და ყველაფერს აკეთებდა ქულების მოსაპოვებლად."

"გარეთ ბეილს არაერთი მომენტი ჰქონდა, საბედნიეროდ მან გაიტანა და კლუბს გამარჯვებაში დაეხმარა."

"კარლომ კარგად იცის ვარსკვალვებთან ურთიერთობა, ჩვენ მას შესანიშნავი გარემო შევუქმენით, იტალიელმა კი საკუთარი ფილოსოფია და სპეციპიკა გუნდს მოარგო, წარმატება სახეზეა, გუნდს მიზანდასახული კოლექტივის იმიჯი აქვს, ზედიზედ მე-16 გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც უთუოდ ანჩელოტის დაუღალავ შრომას უკავშირდება. ჩვენ მასთან თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ, რადგან ვთვლით, რომ თანამედროვეობის საუკეთესო სპეციალისტია."

"უნდა აღვნიშნო მეტოქის გუნდის კიპერის, იდრის კამენის შესანიშნავი თამაში, რომელმაც არაერთი "სეივი" განახორციელა, ის მთელი მატჩის მანძილზე მოწოდების სიმაღლეზე იდგა."

"გუნდს გადაღლილობა არ ეტყობა, რადგან ფიზ.მომზადების თვალსაზრისით არავითარი პრობლემა არ აქვს. ვიმედოვნებ, მომდევნო დაპირისპირებებშიც გაგრძელდება წარმატებული სერია, ჩვენ ყოველგვარი რესურსი გვაქვს, გუნდი ბურთს შესანიშნავად აკონტროლებს. გასაგებია, რომ მეტად საპასუხისმგებლო მატჩები გველის, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ."

"მიშელ პლატინის ყველა დიდ პატივს სცემს, მათ შორის არის მადრიდის "რეალის", თუმცა ჩვენი ფეხბურთელების ღირსებას ყოველთვის დავიცავთ." dle 10.1

  • Hala
  • 30 ნოემბერი 2014
  • 2460
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)