კასილიასი: „რასაკვირველია, ჩემი ხმა რონალდუს!“

„მალაგასთან“ ნამატჩევს, „ფურია როხას“ კაპიტანმა გაამხილა, რომ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში, პორტუგალიელ თანაგუნდელს მისცა ხმა.


„რეკორდის შესახებ „მისტერმა“ გვითხრა და ბედნიერები ვართ, რამეთუ კლუბის ისტორიაში შევედით.ვფიქრობ, არანაკლებ გახარებულნი არიან ქომაგები, რომლებიც 16-ვე მოგების თანაზიარნი იყვნენ.ვიმედოვნებ, ისინი კიდევ ბევრი გამარჯვების მნახველნი იქნებიან სამომავლოდ.“

„მიუხედავად რთული პაექრობისა, „ლა როსალედა“ კმაყოფილების გრძნობით დავტოვეთ.ჩვენ რამდენიმე მომენტი შევქმენით, თუმცა კამენიმ მოწოდების სიმაღლეზე ითამაშა.“

„რა თქმა უნდა, დასამალი არაფერია.როგორც ნაკრების კაპიტანმა, „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში რონალდუს მივეცი ხმა.ჩემთვის პორტუგალიელი საუკეთესოა მსოფლიოში და ცხადია, ბოლომდე მის გვერდით ვიქნებით.“

„საუკეთესო „რეალთან“ გვაქვს თუ არა საქმე, ამას სეზონის ბოლოს ვიხილავთ.მთავარია, მაისის თვეში სად ვიქნებით.“

„„ბაზელის“ წინააღმდეგ ნავასის მოედანზე გამოსვლა, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.კეილორი დიდი პროფესიონალი და მეგობარია.რასაკვირველია, იმსახურებს სათამაშო დროს.ჩვენ გვყავს პაჩეკოც, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, „რეალის“ კარს ჩაიბარებს.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)