“რეალმა” იარიჩი გადაიბირა

“რეალმა” იარიჩი გადაიბირა


მადრიდის “რეალმა” ამერიკული “მემფისიდან” სერბი კალათბურთელი, მარკო იარიჩი გადაბირა, რომელიც გუნდს ჩემპიონატის მეორე წრიდან დაეხმარება.


მარკო იარიჩი 1978 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა ბელგრადში. მამამისი, სრეჩკო, სერბეთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელადაა მიჩნეული. მარკოს პროფესიული კარიერა კი, 1996 წელს საბერძნეთში დაიწყო, კლუბ “პერისტერში”, სადაც ის 2 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა, რის შემდეგაც სერბი კალათბურთელი იტალიაში გადაბარგდა.

სერია ა-ში მისი პირველი კლუბი ბოლონიის “ფორტიტუდო” გახლდათ, რომელთან ერთადაც იარიჩმა იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიგო. სერია ა-ს ოქროს მედლებს მარკო კიდევ ერთხელ მომდევნო სეზონში დაეუფლა, თუმცა ამჯერად მეორე ბოლონიური კლუბის, “ვირტუსის” რიგებში. 2002 წელს იარიჩი სერბეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც აშშ-ს მიაშურა და “ლოს ანჯელეს კლიპერსში” ჩაირიცხა. ბოლო 7 სეზონი კალათბურთელმა სწორედ NBA-ში დაჰყო. “კლიპერსის” გარდა, ის “მინესოტასა” და “მემფისის” ღირსებას იცავდა.

კარიერა:
1996-1998: "პერისტერი"
1998-2000: "ფორტიტუდო ბოლონია"
2000-2002: "ვირტუსი"
2002-2005: "კლიპერსი"
2005-2008: "მინესოტა"
2008-2009: "მემფისი"

ტიტულები:
სერია ა: 1999/00 ("ფორტიტუდო ბოლონია"), 2000/01 ("ვირტუსი")
იტალიის თასი: 2000/01, 2001/02 ("ვირტუსი")
ევროლიგა: 2000/01 ("ფორტიტუდო ბოლონია")
ოქროს მედალი, 1998 ევროპის 22-წლამდელთა ჩემპიონატი
ოქროს მედალი, 2001 ევროპის ჩემპიონატი
ოქროს მედალი, 2002 მსოფლიოს ჩემპიონატი

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

  • niko
  • 23 დეკემბერი 2009
  • 3363
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)