ტოპ 10-ეული იმ ფეხბურთელებისა, რომლებმაც MU დატოვეს

ტოპ 10-ეული იმ ფეხბურთელებისა, რომლებმაც MU დატოვეს


კრიშტიანო რონალდუ მადრიდისკენ მიმავალ გზაზეა დამდგარი (უკვე ოფიციალურად), ეს კლუბს მიახლოებით 94 მლნ. ევრო დაუჯდა. ქვემოთ მოყვანილია იმ ტოპ 10 ფეხბურთელის სია, რომლებმაც დატოვეს ოლდტრაფორდი და ასევე იქვე მოყვანილია მათი წარმატების შეფასება ახალ კლუბში.


[

b]ჯონი გილსი - ლიდსიში - 1963 [/b]

ირლანდიელი გილსი მანჩესტერ იუნაიტედში თამაშისას საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა და მას ინგლისელი ექსპერტები დიდ მომავლს უწინასწარმეტყველებდნენ, მან დიდი როლი ითამაშა 1963 წელს თასის მოგებისას. შემდეგ იგი გადავიდა ლიდსი იუნაიტედში და მანდ 12 საუკეთესო წლები გაატარა, მან ამ კლუბში მოიგო ორი ლიგის ტიტული

ტრანსფერის წარმატება: 9/10

რეი ვილკინსი- მილანში- 1984 წელი (1.5 მლნ. ფუნტი)


ტოპ 10-ეული იმ ფეხბურთელებისა, რომლებმაც MU დატოვეს


ოლდტრაფორდიდან წავიდა მას შემდეგ, რაც ზურგს უკან 5 წლიანი მანჩესტერული კარიერა მოიტოვა. მან მილანს მიაშურა და იქ ნორმალურად თამაშობდა.

სატრანსფერო წარმატება: 6/10

მარკ ჰუგესი -ბარელონაში-1986 წელი (2 მლნ ფუნტი)

საფეხბურთო ასპარეზზე 1980-იანი წლების პირველ ნახევარში გამოჩნდა, გაჰქონდა რა მნიშვნელოვანი გოლები, ამ უკანასკნელმა მაშინვე პუბლიკის კეთილგანწყობა დაიმსახურა. 1986 წელს ტერი ვენაბლესმა იგი ბარსელონასთვის შეიძინა, მაგრამ ამ ფეხბურთელმა იმედები ვერ გაამართლა (მარტო ოთხი გოლის გატანა მოახერხა), რის გამოც იგი არენდით მისცეს მიუნხენის ბაიერნს.


სატრანსფერო წარმატება: 2/10

პოლ მაგგარეტი- ასტონ ვილაში-1989 წელი (400 ათასი ფუნტი)

მართლაც რომ საუკეთესო ნახევარმცველი, რომელსაც შეეძლო მსოფლიოს მაშტაბით გაეთქვა სახელი, რომ არა ალკოჰოლიზმი. მაგგარეტმა მოიგო ერთი თასი მანჩესტერთან ერთად, მაგრამ 1989 წელს მისი კარიერა უკვე უფსკრულისკენ მიემართებოდა-ალკოჰოლიზმისა და ბევრი ტრავმების გამო . ასტონ ვილამ 29 წლის ფეხბურთელს მისცა კიდევ ერთი შანსი და მანაც ეს შანსი მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში მშვენივრად გამოიყენა . იგი 1993 წელს PFA-ს მოთამაშის ტიტულს იღებს.


სატრანსფერო წარმატება: 9/10

ანდრეი კალჩენსკისი- ევერტონში- 1995 წელი (4.5 მლნ. ფუნტი)

ერთ-ერთი საუკეთესო ფლკანგებზე მოთამაშე ფეხბურთელი, იგი იყო ერთ-ერთი მიზეზი მანჩესტერის დომინირებისა 1992-1995 წლებში, მაგრამ შემდგომში იგი ვერ შეეწყო სირ ალექს ფერგიუსონს და გადავიდა ევერტონში, რუსს მშვენიერი პირველი სეზონი ქონდა ევერტონის შემადგენლობაში, გაიტანა რა ორჯერ მერსისაიდულ დერბიში ლივერპულის წინააღმდეგ , მაგრამ იგი 8 მლნ. ფუნტად გადავიდა ფიორენტინაში.

სატრანსფერო წარმატება: 7/10

პოლ ინცე - ინტერში- 1995 წელი (7.5 მლნ. ფუნტი)

ეს უკანასკნელი სხვადასხვა ტრანსფერებთანაა დაკავშირებული მისი მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში და ერთ-ერთი მათგანი იყო მისი გადასვლა მანჩესტერიდან ინტერში, ოლდტრაფორდზე იგი ცენტრში თამაშობდა და იმდროინდელი პრემიერ ლიგისთვის მეტად მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა. 1995 წელს სერია არ იყო მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი, მაგრამ ინცემ იქაც თავი გამოიჩინა , მან მხოლოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმებით წააგო უეფას თასი .


სატრანსფერო წარმატება: 7/10

ლი შარფი-ლიდს იუნაიტედში-1996 წელი (4.5 მლნ.)

რაი გიგზამდე მანჩესტერ იუნაიტედ ყავდა კიდევ ერთი ფენომენალური ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელი.ეს იყო ლი შარფი, რომელიც 1991 წელს PFA-ს მოთამაშედ დაასახელეს, მაგრამ მისი ფორმა ნელ-ნელა დაიკარგა მას შემდეგ, რაც მოედანზე გიგზი გამოჩნდა , რის გამოც იგი 1996 წელს ლიდს იუნაიტედში გადავიდა . მას უწინდელი ფორმა არასდროს აღუდგენია.

სატრანსფერო წარმატება: 1/10

იაპ სტამი-ლაციოში-2001 წელი (16.5 მლნ. ფუნტი)

მანჩესტერში გატარებული წლების დროს, იაპ სტამი იყო მსოფლიოში საუკეთესო უკანა ცენტრი და იგი იჭერდა დაცვასა და ცენტრს ერთმანეთში.მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონის პატარ-პატარა ხუშტურიკების გამო იგი იძულებული გახდა ლაციოში გადასულიყო, რომელსაც იმ დროს ფინანსურად არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია ქონდა, შესაბამისად ატამი ლაციოდან მილანში მიემართება და მის შემადგენლობაში ლიგის ფინალში მარცხდება ლივერპულთან.


სატრანსფერო წარმატება: 7/10

დევიდ ბეკჰემი - მადრიდის რეალში- 2006 წელი (11 მლნ. ფუნტი)

გადმოვიდა რა მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდული აკადემიიდან პირველ კლუბში, დევიდ ბექჰემმა გაატარა 10 შესანიშნავი წელი მანჩესტერის შემადგენლობაში, ამ ხნის განმავლობაში მოიგო პრემიერ ლიგა, ორი თასი და ჩემპიონთა ლიგა. სტამის მსგავსად მასაც დაეძაბა ურთიერთობა ფერგიუსონთან და იგი მანჩეტერელებმა მიყიდეს მადრიდის რეალს, რომელიც იმ დროს ე.წ. გალაქტიკოს ერას ქმნიდა. მაგრამ მან მადრიდსი გატარებული ოთხი წლის განმავლობაში, მხოლოდ ლა ლიგის ტიტულის მოგება მოახერხა კაპელოს ხელმძღვანელობით.

სატრანსფერო წარმატება: 6/10

რუუდ ვან ნისტელროი-მადრიდის რეალში-2006 წელი (11 მლნ. ფუნტი)

გაატარა რა ხუთი წელი მაჩესტერელთა რიგებში , რუდმა ამ ხნის განმავლობაში მოახერხა კლუბის შემადგენლობაში 150 გოლის გატანა და ერთი პრემიერ ლიგის მოგება. შემდგომში მისი ურთიერთობა ფერგიუსონთან გაფუჭდა, რის გამოც მანჩესტერელებმა იგი მადრიდის რეალს მიყიდეს 2006 წლის ზაფხულში. ამ დროს რეალს კაპელო წვრთნიდა . ჰოლანდიელმა იმედები გაამართლა და პირველივე სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა და ამით მადრიდის რეალს 2003 წლის შემდეგ პირველი ლა ლიგის ტიტულის მოგებაში დაეხმარა. რუდმა მომდევნო სეოზნში 16 გოლი გაიტანა და მადრიდელებმა მოახერხეს ჩემპიონობის კიდევ ერთი წლით შენარჩუნება.


სატრანსფერო წარმატება: 8/10

კრიშტიანო რონალდუ- მადრიდის რეალში-2009 წელი (80 მლნ. ფუნტი)


სატრანსფერო წარმატება: ?





dle 10.1

  • shvela
  • 2 ივლისი 2009
  • 3661
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)