ანჩელოტი: „გახანგრძლივება დროის საკითხია“

სამეფო კლუბის დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, „ბაზელთან“ ჩასატარებელი პაექრობის წინ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„ჯერ-ჯერობით ჩამოყალიბებული არ მაქვს, როგორ თერთმეტეულს გამოვიყვან ბაზელში, თუმცა არ ვფიქრობ, რომ განვლილი მატჩისგან („ეიბართან“) განსხვავებული იქნება.განაპირა მცველები შედარებით დაღლილნი არიან, მაგრამ დიდი ალბათობით, მაინც მოუწევთ საწყისი წუთებიდან ბურთაობა.“

„სასიხარულოა, რომ ილიარამენდიმ ტრავმა მოიშუშა და შეუძლია მოედანზე გასვლა.ჯერ ვერ გეტყვით, რამდენ წუთს გაატარებს საქმეში.“

„ხედირა გარკვეული პრობლემებით დაბრუნდა ნაკრებიდან და ბუნებრივია, რისკზე წასვლას არ ვაპირებთ.მას ნორმალურად არ უვარჯიშია განვლილი დღეების განამვლობაში.იმედია, რომ შემდეგი დაპირისპირებისთვის მზადყოფნაში იქნება.“

„მიუხედავად იმისა, რომ 1/8 ფინალის საგზური განაღდებული გვაქვს, სრული სერიოზულობით ვეკიდებით „ბაზელთან“ მატჩს.გუნდი შესანიშნავად ასპარეზობას და ამიტომაც, იშვიათად იცვლება სასტარტო შემადგენლობა.ჩიჩარიტოს, ისევე როგორც დანარჩენ სათადარიგო ფეხბურთელებს, სათამაშო წუთები მიეცემათ.“

„ვფიქრობ, საინტერესო დაპირისპირების მომსწრენი გავხდებით.ვეცდებით, პირველი წუთებიდან მოვიპოვოთ უპირატესობა.“

„ჩემი აზრით, ისკოს ძალიან კარგი პერიოდი უდგას.ის მებრძოლ სულისკვეთებას ავლენს და სასარგებლოა გუნდისთვის.მას მთელი მსოფლიო აფასებს.“

„მუნიოსისა და მოურინიოს რეკორდამდე 1 გამარჯვება გვაშორებს, თუმცა ყველაზე მთავარია გუნდის კარგი თამაში.ჩვენ არ ვფიქრობთ რეკორდებზე.“

„გახანგრძლივებაზე ბევრს არ ვსაუბრობთ, რამეთუ დროის საკითხია.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)