პაულო სოუზა : "სამეფო კლუბი ფავორიტია"

შვეიცარიული "ბაზელის" მთავარმა მწვრთნელმა, პაულო სოუსამ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა...


"ვიცით, რომ ფავორიტები არ ვართ, რადგან მეტოქე მადრიდის "რეალია", მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ვინარჩუნებთ, აქედან გამომდინარე დედაქალაქელებთან დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. იმედი მაქვს წარმატებას მივაღწევთ."

"გულშემატკივრებს დიდი ამბიცია აქვთ და ისინი მზად არიან ხმაურიანი შეძახილებით გაგვამხნევონ. საშინაო არენაზე ასპარეზობა დიდი სტიმულია."

"არ აქვს მნიშვნელობა მიმართავს თუ არა კარლო ანჩელოტი როტაციას, რადგან სამეფო კლუბში თითოეული მოთამაშე უმაღლესი კლასის არის და სრულფასოვნად შეუძლია ნებისმიერის შეცვლა. ესპანელებს ნამდვილად დიდი რესურსი აქვთ, რომელსაც მიზანშეწონილად იყენებენ."

"კრიშტიანო რონალდუ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მიხარია, რომ პორტუგალიას მისი დონის მოთამაშე ჰყავს. შვიდიანს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჩემი გუნდის წევრებს მისი შიში არ აქვთ და შეუპოვარ ბრძოლას გეგმავენ."

"რეალი ისტორიული კლუბია, რომელსაც არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია და კიდევ ბევრი ტიტულის დადება შეუძლია. ამ კლუბს პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ ლიგის ერთ-ერთი ფავოროტი სწორედ ესპანეთის დედაქალაქის კოლექტივია." dle 10.1

  • Hala
  • 25 ნოემბერი 2014
  • 1639
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)