ველიგტონი:"მალაგაში ისკო ძალიან უყვართ"

მადრიდის "რეალი" ლა ლიგის მომდევნო ტურში "მალაგას" ესტუმრება და უძლიერესის ვინაობას გაარკვევს. ადგილობრივი კლუბის მცველის, ველიგტონის განცხადებით, გულშემატკივრებს არ დავიწყებიათ ისკო ალარკონის ბრწყინვალე თამაში...


"ძალიან რთული დაპირისპირების გამართვა მოგვიწევს, აქედან გამომდინარე მაქსიმალურ მობილიზაციას ვაცხადებ. ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია, სადაც ფავორიტი იშვიათად იკვეთება. მადრიდის "რეალს" შვეიცარიაში აქვს სათამაშო, რაც გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს, რადგან ლა ლიგის მე-13 ტურს ჩვენ უფრო დასვენებულები შევხვდებით, ვიდრე კარლო ანჩელოტის გუნდი."

"ჩვენმა გუნდმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 3 ქულა გვაშორებს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ პრიმერაში მჭიდრო კონკურენციაა."

"სამეფო კლუბთან თამაში არავისთვისაა იოლი, გამონაკლისი არც ჩვენ ვიქნებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად."

"აქ ისკო ალარკონის ბრწყინვალე თამაში არავის დავიწყებია. თუკი ესპანელი მოედანზე გამოვა, დიდ ოვაციებს ვიხილავთ და არც არავის გაუკვირდება, რადგან მან მცირე დროში მოახერხა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და გულშემატკივრებისთვის თავის შეყვარება. ფრანციკო "მალაგას" უდავო ლიდერი და მამოძრავებელი ძალა იყო." dle 10.1

  • Hala
  • 24 ნოემბერი 2014
  • 1986
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)