კარვახალი : "ისკოს პროგრესი აშკარაა"

დანიელ კარვახალი "ეიბარის" დამარცხებით ძალიან კმაყოფილი იყო და განაცხადა, რომ გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში...


"ზოგადად, სტუმრად თამაში ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სანტიაგო ბერნაბეუზე, რადგან ჩვენს სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს და დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. "ეიბარელთა" გულშემატკივრები მთელი პაექრობის განმავლობაში მხურვალე შეძახილებით ცდილობდნენ საკუთარი ფეხბურთელების გამხნევებას. თავის მხრივ, არც მოთამაშეებს დაუკლიათ ცდა, ისინი ბოლომდე იბრძოდნენ და საკმაოდ დიდი ენერგია დავხარჯეთ მოსაგებად. ანჩელოტის მიზანი დამაჯერებელი თამაში და გამარჯვება გახლდათ, ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ."

"ფრანცისკო ნახევარდაცვაში იდეალურად ასპარეზობს და მისი პროგრესი აშკარაა. ჩემმა თანამემამულემ და უახლოესმა მეგობარმა დღეს ახალ პოზიციაზე მოსინჯა ძალები და საკმაოდ სოლიდურად იასპარეზა. კარლო ანჩელოტი ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს."

"გუნდში დიდი რესურსია. ნახევარდაცვის გამაგრება შეუძლია ასიერ ილიარამენდის, სამი ხედირას და კასტილიელ მედრანს, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს. მოდრიჩს დაბრუნების შემდეგ კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება. საბედნიეროდ, სამეფო კლუბს დიდი რესურსი აქვს."

"გახარებულები ვართ იმით, რომ ლა ლიგაში პირველ ადგილს ვიკავებთ, თუმცა ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ყველა პაექრობაში ვეცდებით ადგილის შენარჩუნებას."

"შარშანდელ სეზონში პრიმერას მოგება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ წელს ამის დიდი შანსი გვაქვს. "ბლანკოსი" ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლებისთვის ყველაფერს გააკეთებს." dle 10.1

  • Hala
  • 23 ნოემბერი 2014
  • 1923
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)