ალონსო: „რონალდუ საუკეთესოა ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია“

„ბაიერნის“ ბასკმა ნახევამცველმა ჩაბი ალონსომ, Daily Mail-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.


„რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ თუ ნოიერი ან სხვა რომელიმე გერმანელი მოიგებდა „ოქროს ბურთს“ ეს სამართლიანი იქნებოდა, რადგან მათ მიმდინარე წელს მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს. ასევე, მინდა ავღინშო, რომ თუ ჯილდოს კრიშტიანუ რონალდუ მოიგებს, ესეც რა თქმა უნდა სამართლიანი იქნება. პორტუგალიელმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალიც მოიპოვა. კრიშტიანუ საუკეთესო ფეხბურთელია ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია.“

„რთულია „ბლანკოსის“ სტილის ფეხბურთი სხვა გუნდში დანერგო, მაგრამ ყველა გუნდში მოიძებნება კრიშტიანუს მსგავსი შემტევი ფეხბურთელები.“

„ბაიერნში“ გადასვლა

„ეს ძალიან სწრაფად მოხდა. მადრიდული გიგანტის ღირსებას 5 წლის მანძილზე ვიცავდი. „რეალთან“ ერთად არაერთი ტიტულის მოგება შევძელი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ ჩემი სამუშაო „თეთრებში“ უკვე შესრულებულია. მადრიდში დარჩენა და მრავალი წელი ამ გუნდი რიგებში ასპარეზობა ან სხვა რომელიმე გუნდში ძალების მოსინჯვა, ამ ორ არჩევანს შორის ვიდექი. ვითამაშე ინგლისში, ესპანეთში და მომეცა შესაძლებლობა გერმანიაში გადასვლისა. „ბუნდესლიგა“ დღითი-დღე საუკეთესობისაკენ ისწრაფვის, „ბაიერნი“ კი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.“

„ცხოვრებაში ახალი სტარტი მჭირდებოდა. შესაძლოა, ეს ჩემი უკანასკნელი საფეხბურთო გამოცდილებაა. ვითამაშე მშობლიური ქალაქის გუნდში („სოსიედადში“), ინგლისისა და ესპანეთის საუკეთესო გუნდების ღირსებასაც ვიცავდი (იღიმის). ახლა კი გერმანიის ყველაზე ძლიერ გუნდში ვთამაშობ. ლამაზი კარიერა გამომივიდა.“

სამეფო კლუბის მწვრთნელები:

კარლო ანჩელოტი: „დიდებული ადამიანი და მწვრთნელი. ის თავის მოთამაშეებს ყოველთვის ენდობა და ცდილობს ბედნიერება ყველას გაუზიაროს. მას აქვს ჩემპიონთა ლიგის დიდი გამოცდილება და იცის როგორ გეგმით მიუდგეს საქმეს.“

ვისენტე დელ ბოსკე: „მისი სტილია კარლო ანჩელოტის მსგავსია, 70-იანი 80-იანი წლების მოთამაშისა. ის ძალიან ჭკვიანი და გაწონასწორებული ადამიანია. ვისენტე მრავალი წლის მანძილზე საფეხბურთო სამყაროსთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ეროვნულ გუნდში მისი დიდი იმედი გვაქვს.“

ჟოზე მოურინიო: „მეთოდურად ნათელი იდეების მატარებელია. მან კარგად იცის თუ რა სურს. ასევე კარგად იცის, გუნდის მოტივირება. ეს არის მართლაც ინტენსიური დამრიგებელი, ვენბიანი, რომელიც მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე გახლავთ. პორტუგალიელს დიდი ტაქტიკური ცოდნა გააჩნია.

Merengues.Ru dle 10.1

  • Madri
  • 22 ნოემბერი 2014
  • 4106
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (302)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)