ანჩელოტი: "გუნდში ბევრი პროფესიონალია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "ეიბართან" პაექრობის წინ პრესკონფერენცია გამართა...


"ეიბარს პატივს ვცემთ და ვიცით, რომ რთული მატჩი გველის. ვგონებ, მოწინააღმდეგე არაფრის დათმობას არ აპირებს. ყველა პაექრობა განსხვავებული გახლავთ, შესაბამისად წინააღმდეგობაც სხვადასხვაგვარია, ჩვენ ცოტას სივრცეს და აგრესიულ თამაშს ველით. მეტოქეს ვაფასებთ და ბოლომდე ბრძოლას ვგეგმავთ სამი ქულის მოსაპოვებლად."

"მოდრიჩის ტრავმამ ყველას დიდი შოკი მოგვგვარა, რადგან ხორვატი ფეხბურთელი ჩემი კოლექტივისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით დაზიანების ზუსტი სიმძიმე, მედიკოსები ყველაფერს აკეთებ მაქსიმალურად მოკლკე დროში მართებული დიაგნოზის დასასმელად და შემდეგ რეაბილიტაციის კურსის შესამუშავებლად. საბედნიეროდ, შემადგენლობის გადახალისების საშუალება მაქვს, ყველაფერს გავაკეთებ ამხელა დანაკლისის სათანადოდ აღმოსაფხვრელად."

"ლუკას შემცვლელად ამ ეტაპზე ისკო ალარკონსა და სამი ხედირას განვიხილავ. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ჩვენმა ნახევარმცველმა ორი პაექრობა გამართა და საკმაოდ დამაჯერებელი იყო. იმედი მაქვს ის მზად იქნება და მოედანზე გასვლას შეძლებს, სხვა შემთხვევაში თერთმეტეულში ადგილს ფრანცისკო დაიკავებს."

"ისკო მაღალი კლასის მოთამაშეა და საკმაოდ ელეგანტურ ფეხბურთს გვაჩვენებს, ის საყრდენის პოზიციაზე ვერ იქნება ისეთივე ეფექტური, როგორც ხედირა, აქედან გამომდინარე მოდრიჩის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით უფრო რეალურად გერმანელი მიმაჩნია. ექსპერიმენტის ჩატარებას არ ვაპირებ. თუკი მოედანზე ესპანელს ვიხილავთ, სქემაც შესაბამისი იქნება, ხედირას გამოჩენის შემთხვევაში კი მოედნის ცენტრს გერმანული დუეტი, კროოსი-ხედირას სახით გაამაგრებს."

"ალარკონთან არ მისაუბრია, ზუსტად ვიცი მას სად შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, აქედან გამომდინარე არავითარი საუბარი არ შემდგარა. ისკომ უკვე დიდი გამოცდილება მიიღო, მან იცის რამდენიმე პოზიციაზე ასპარეზობა და საკმაოდ დიდ სამსახურს უწევს გუნდს. ესპანელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახლავთ."

"ხედირას წასვლის შესახებ არასდროს არაფერი უთქვამს, რაც იმის ფიქრის საფუძველს მაძლევს, რომ გერმანელი ჩვენს სამსახურში კიდევ დიდხანს დარჩება. სამის სერიოზული დაზიანება ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი უკან მორჩა, ახლა კი პროგრესს განაგრძობს. სანაკრებო მატჩს ვუყურე, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის წინააღმდეგ მან შთამბეჭდავად ითამაშა. დროთა განმავლობაში მისი ახალი კონტრაქტის პირობები გადაიხედება."

"ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, რომ პროფესიონალებით სავსე კოლექტივი მყავს. თითოეული მოთამაშე ჩემს რჩევა-დარიგებას ითვალისწინებს და ზედმიწევნით ასრულებს."

"ასიერ ილიარამენდი მზად არ არის, ესპანელ ნახევარმცველს დაზიანება აქვს, რომლის აღდგენა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. დანამდვილებით გეტყვით, რომ "ეიბარის" წინააღმდეგ ის ვერ იასპარეზებს, მომდევნო კვირისთვის კი მოედანზე გასვლის შანსი მიეცემა. ასიერს მშვენივრად ძალუძს ტონი კროოსთან ერტად შუა რგოლის გამაგრება. მე მისი მჯერა და ვიცი, რომ ყველა მონაცემები აქვს მადრიდის "რეალში" თავის წარმოსაჩენად."

"მედრანი "კასტილიაში" საკმაოდ ნაყოფიერია, ის ახალგაზრდებს აუცილებლად დაეხმარება, თუმცა ლუკას დაბრუნებამდე მთავარ გუნდთან ერთადაც ივარჯიშებს და საჭიროების შემთხვევაში მოედანზე გასვლის შანსიც მიეცემა."

"ჩაბი ალონსოს განცხადება მოვისმინე, მაგრამ არანაირი რეაქცია არ მქონია, რადგან ეს ბასკის აზრია. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი შეხედულება. ჩემი აზრით ნათელია, რომ ოქროს ბურთი მფლობელი კრიშტიანო რონალდუ გახდება, რადგან მისი ნაჩვენები შედეგები შთამბეჭდავია. ნოიერს დიდ პატივს ვცემ, მან ბაიერნსა და ეროვნულ გუნდს ბევრი რამ გაუკეთა, თუმცა წელს შვიდიანს უკონკურენტოდ მივიჩნევ."

"დარწმუნებული ვარ დიდი აზრთა სხვადასხვაობა იქნება ოქროს ბურთთან დაკავშირებით, მაგრამ რონალდუ უკონკურენტოა. სიმართლე გითხრათ, მე უკვე მომავალ წელსზე ვფიქრობ, იმედი მაქვს კრიშტიანო მომდევნო წლის საუკეთესო მოთამაშედაც იქნება დასახელებული, წლევანდელ ტრიუმფს წყალი არ გაუვა."

"შედარებების გაკეთება არ მსურს, ეს არასდროს მახასიათებდა. იკერ კასილასი ჩემთვის საუკეთესოა და სწორედ ამიტომ იცავს მადრიდის "რეალის" კარს. ბუნებრივია, "ბაიერნში" საუკეთესოდ მანუელი მიაჩნიათ."

"ხესე როდრიგესის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის მაქსიმუმ ერთ თვეში გამოჩნდება საქმეში, შესაძლოა მანამდეც მიიღოს სათამაშო წუთები. ესპანელის იჯარით გაშვებას არ ვგეგმავთ, რადგან მიგვაჩნია, რომ დიდი პოტენციალის მატარებელია და შეტევას გააძლიერებს."

"მესი? მადრიდის "რეალში" თამაშის შანსი ნებისმიერ კვალიფიციურ ფეხბურთელს შეიძლება მიეცეს." dle 10.1

  • Hala
  • 21 ნოემბერი 2014
  • 3409
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)