"მადრიდის რეალი" 4-1 "ლივერპული" U19

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მადრიდელებმა შინ "ლივერპული" მიიღეს და დიდი სხვაობით სძლიეს.


წინა ტურში განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ კანტერანოებმა მობილიზება მოახდინეს და ინგლისელებს 3 ბურთიანი სხვაობით მოუგეს.

მადრიდელებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს, საჯარიმო დარტყმა კედრესმა აქცია გოლად. ლივერპულელებმა ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში მოასწრეს, გოლის ავტორი ბრანაგანი გახდა. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე 45 წუთში თეთრები კიდევ უფრო მოტივირებულები გამოვიდნენ მოედანზე და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწიეს. მეორე ტაიმის გმირად კი ჰარპერი მოგვევლინა, რომელმაც ჯერ თავად გაიტანა გოლი, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც მაიორალმა აქცია გოლად. საბოლოო შედეგი კი შეცვლაზე შესულმა ლასომ დააფიქსირა. 4-1 მადრიდელთა სასარგებლოდ.

ამ მოგებით კანტერანოებმა მე-9 ქულა მოიპოვეს და "ბაზელთან" ერთად ლიდერობენ ჯგუფს. მესამეზე "ლივერპულია" 6 ქულით, ხოლო ბოლო ადგილზე კი "ლუდოგორეცია" განმწესებული, რომელიც ჯერ კიდევ პირველი ქულის მოლოდინშია. dle 10.1

  • Isco-23
  • 4 ნოემბერი 2014
  • 2573
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)