ტრევის ჰანსენი, - მორიგი ახალწვეული

ტრევის ჰანსენი, - მორიგი ახალწვეული


“რეალის” საკალათბურთო გუნდმა ამ ზაფხულს რიგით მესამე შენაძენი გააკეთა. მადრიდელებმა მოსკოვის “დინამოდან” ამერიკელი კალათბურთელი ტრევის ჰანსენი შეიძინეს.


კარიერის საწყის ეტაპზე ჰანსენი სხვადასხვა უნივერსიტეტების გუნდების ღირსებას იცავდა. მათ შორის იყვნენ: Utah Valley State College (11.2 ქულა საშუალოდ) და Brigham Young University (15.6 ქულა საშუალოდ).

2003 წელს კალათბურთელი დრაფტზე “ატლანტა ჰოუკსმა” აიყვანა. NBA-ში ჰანსენმა ერთი სეზონი დაჰყო, სადაც მისი საშუალო მაჩვენებლები 12.4 ქულა, 3 მოხსნა 1.7 პასი გახლდათ. 2005 წელს ტრევისი ესპანურ გრანდ “ტაუ კერამიკაში” გადაბარგდა, სადაც ესპანეთის სუპერთასი და ამავე ქვეყნის თასი მოიგო. 2006 წელს კი, ის მოსკოვის “დინამომ” შეიძინა, სადაც 3 სეზონი დაჰყო. ევროლიგაში მან საშუალოდ მატჩში 16.4 ქულას, 4.6 მოხსნასა და 3.1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

კარიერა:
1996/97: შტატ იუტას კოლეჯი
2000-2003: ბრაითემის უნივერსიტეტი
2003/04: ატლანტა ჰოუკსი
2004-2006: ტაუ კერამიკა
2006-2009: დინამო მოსკოვი

ტიტულები:
ესპანეთის სუპერთასი: 2005
ესპანეთის თასი: 2006
რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალწვეული: 2007
რუსეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლური გუნდი: 2008

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 17 ივლისი 2009
  • 2050
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)