„მადრიდის რეალი“ ახალ რეკორდს უმიზნებს

კარლო ანჩელოტის შეგირდები ბრწყინვალე ფორმაში არიან, რაზეც მათი სტატისტიკაც მეტყველებს.


კერძოდ, მადრიდელებმა მიმდინარე სეზონში 16 ჩატარებულ მატჩში 50 გოლის გატანა მოასწრეს, რითაც "ბარსელონას" რეკორდი ამოიღეს მიზანში. კატალონიელებმა 2011-12 წლების სეზონში 190 გოლის გატანა მოახერხეს ყველა ჩემპიონატზე ერთად, ახლა კი მერენგენებს შანსი აქვთ ეს რეკორდი დაამხონ.

სეზონის სტარტზე განცდილი მარცხების შემდეგ, მადრიდელებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და მიჯრით 10 თამაში მოიგეს, თანაც ამასთან ერთად 42 გოლის გატანა მოახერხეს.

საერთო ჯამში კი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 3.125 გატანილი გოლი გამოდის, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩასატარებელი დარჩა მაქსიმუმ 50 მატჩი, შესაძლოა გოლების რაოდენობამ 200-ს მიაღწიოს.

აქვე მადრიდისტების სტატისტიკა ციფრებში:

8 - სწორედ ამდენი გოლი გაიტანა მადრიდის რეალმა ერთ მატჩში, როდესაც "ლაკორონიის დეპორტივოს" 2-8 სძლია.

21 - კრისტიანო რონალდოს გოლების რაოდენობა მიმდინარე სეზონში 21-ს აღწევს. მან ამ შედეგს 14 თამაშში მიაღწია. თუ იგი ასეთივე ტემპში გააგრძელებს თამაშს, მაშინ პორტუგალიელს შეეძლება ლიონელ მესის რეკორდის გაუმჯობესება, რომელიც 73 გოლს მოითვლის 1 სეზონის მანძილზე.

33 - მადრიდელებმა უკვე 33 გოლის გატანა მოახერხეს პრიმერა დივიზიონის 9 მატჩში. რაც 14-ით მეტია 2011-12 წლების შედეგზე.

42 - "მადრიდის რეალის" გოლების 42% კრისტიანო რონალდოზე მოდის. შედარებისთვის, გასულ სეზონში "რეალის" 160 გოლიდან, რონალდომ 51 გაიტანა, რაც 31%-ის ტოლია.

50 - "მადრიდის რეალის" გოლების რაოდენობა 16 თამაშის შემდეგ. ეს მავენებელი წინა სეზონთან შედარებით 6-ით მეტია.

160 - ანჩელოტის შეგირდების გოლების რაოდენობა გასულ სეზონში ჩატარებულ 60 მატჩში.

190 - "ბარსელონას" რეკორდი, რომელიც კლუბმა 2011-12 წლების სეზონში დაამყარა. მათ ამისთვის 64 მატჩის ჩატარება დასჭირდათ.

203 - "მადრიდის რეალის" გოლების რაოდენობის პოტენციალი. ამჟამად მერენგენები საშუალოდ 3.125 გოლს იტანენ მატჩში. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ყველა ტურნირზე მაქსიმალურად შორს გავა და არც ასეთ ტემპს დაკარგავენ, მაშინ მათ შეეძლებათ ახალი რეკორდის დამყარება და 203 გოლის გატანა 1 სეზონში.


Goal.com dle 10.1

  • Isco-23
  • 1 ნოემბერი 2014
  • 3527
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (188)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)