იცით თუ არა, რომ ... "გრანადა" - "რეალი"

როგორც იცით, დღეს მადრიდის "რეალი" "ლა ლიგის" მორიგ ტურში "გრანადასთან" გამართავს მატჩს. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას ამ შეხვედრის შესახებ...


* "გრანადა" 1931 წლის 14 ააპრილს, ანდალუსიაში ქალაქ გრანადაში ხულიო ლოპეს ფერნანდესმა დაარსა. კლუბის თავდაპირველი სახელწოდება "რეკრეატივო დე გრანდა" გახლდათ.

* "გრანადამ" პირველი ოფიციალური მატჩი "დეპორტივო ხაენთან" გამართა და 2-1 მოიგო. კლუბის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი ანტონიო ბომბილარი გახდა.

* დაარსების დღიდან დღემდე "გრანადამ" 21 სეზონი "ლა ლიგაში", 31 "სეგუნდაში", 22 "შეგუნდა ბ"-ში, 5 "ტერკერაში", ხოლო ორიც რეგიონალურ ლიგაში გაატარა.

* "გრანადას" "სეგუნდა", "სეგუნდა ბ" და "ტერკერა" 3-3 ჯერ აქვს მოგებული. 1958-59 წლებში კლუბმა "კოპა დელ რეის" ფინალში გასვლაც მოახერხა, თუმცა "ბარსელონასთან" 1-4 დამარცხდა.

* "გრანადას" საშინაო არენა "ესტადიო ნუევო ლოს კარმენესი" გახლავთ. აღნიშნულ სტადიონზე კლუბი 1934 წლიდან ასპარეზობს. 1995 წელს არენას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ტევადობაც გაიზარდა. (23 156). ცნობისთვის განახლებულ სტადიონზე პირველი მატჩი მადრიდის "რეალმა" გამართა. 1995 წლის 16 მაისს "ბლანკოსმა" ლევერკუზენის "ბაიერს" დუბოვსკის ერთადერთი გოლის წყალობით სძლია.

* სულ მადრიდის "რეალი" და "გრანადა" ერთმანეთს"46-ჯერ დაუპირისპირდნენ. 40-ჯერ "ლა ლიგაში", ხოლო 6-ჯერ "კოპა დელ რეიზე". 46 მატჩიდან "ბლანკოსმა" 29-ჯერ იმარჯვა, 7-ჯერ წააგო, ხოლო 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

* ყველაზე დიდი ანგარიშით "გრანადამ" საშიანო არენაზე სამეფო კლუბს 1941/42 წლების სეზონში მოუგო - 3-1, ხოლო გასვლით შეხვედრაში 1943/44 წლებში - 0-2.

*ყველაზე დიდი ანგარიშით "რეალმა" "გრანადას" საშინაო არენაზე 1959/60 წლებში მოუგო - 6-0, ხოლო გასვლით მატჩში 1958/59 და 1962/63 წლებში - 0-3.

* ყველაზე მეტჯერ ამ გუნდების დაპირისპირებაში 0-0 და 2-0 ფიქსირდება. აღნიშნული ანგარიშით მატჩი კლუბებმა 4-4-ჯერ დაასრულეს.

* ბურთების შეფარდება 104-46-ზე გახლავთ მადრიდის "რეალის" სასარგებლოდ.

* მატჩების 80%-ში "გრანადა" მადრიდის "რეალთან" გოლს უშვებდა.

* 36 წლიანი პაუზის შემდეგ "გრანადა" "ლა ლიგას" 2012 წელს დაუბრუნდა. მას შემდეგ კლუბი "რეალს" 6-ჯერ შეხვდა და 5-ჯერ წააგო, ერთხელაც მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს. ბურთების შეფარდება 13-3-ზე "ბლანკოსის" სასრგებლოდ.

* გთავაზობთ ამ ექვსივე მატჩის ანგარიშს გოლების ავტორებით:
07.01.12 "რეალი" 5-1 "გრანადა" - ბენზემა(2), რამოსი, იგუაინი, რონალდო - მიკელ რიკო
05.05.12 "გრანადა" 1-2 "რეალი" - რონალდო, კორტესი(ს.კ) - ხარა
02.09.12 "რეალი" 3-0 "გრანადა" - რონალდო(2), იგუაინი
03.02.13 "გრანადა" 1-0 "რეალი" - რონალდო(ს.კ)
26.08.13 "გრანადა" 0-1 "რეალი" - ბენზემა
25.01.14 "რეალი" 2-0 "გრანადა" - რონალდო, ბენზემა.

* რაც შეეხება უშუალოდ ამ სეზონის სტატისტიკას ორივე გუნდისა:

პ.ს. ფრჩხილებში მოცემულია "გრანადას" სტატისტიკა

მადრიდის "რეალის" კარში განვლილ 9 ტურში 33(36)-ჯერ დაარტყეს, აქედან 10(13) გოლი გავიდა. 4(2) მატჩში "თეთრებმა" კარი მშრალად შეინახეს. "ბლანკოსის" მცველებმა 111(140) ორთაბრძოლაში იმარჯვეს, 44(58)-ში დამარცხდნენ. უშუალოდ დუელებში 467(557)-ჯერ გაიმარჯვეს, ხოლო 413(551)-ში მარცხი იწვნიეს. "მერენგებმა" მეტოქის კარის მიმართულებით 131(52)-ჯერ დაარტყეს, აქედან 55(26) უშუალოდ კარში წავიდა, ხოლო 33(6) გოლით დაგვირგვინდა. 33(6) გოლიდან 28(4) ასისტით გამოიჩარხა. "თეთრებმა" 4499(2180) წარმატებული პასი გააკეთეს, ხოლო 638)837) არაზუსტი. 42(22)-ჯერ წარმატებულად ჩაჭრეს მეტოქის პასი, ხოლო 144(90)-ჯერ წარუმატებლად. "მერენგებს" 97(72) წარმატებული დრიბლინგი ჰქონდათ, ხოლო 93(128) კრახით დასრულდა. "რეალის" წინააღმდეგ 101(126)-ჯერ დაჯარიმდნენ, ხოლო 95(133)-ჯერ "თეთრებმა" დაარღვიეს თამაშის წესები. "მერენგებმა" 14(29) ყვითელი ბარათი მიიღეს და არცერთი წითელი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)