ანჩელოტი: "ისკოს და ბეილს შეუძლიათ ერთად თამაში"

პრიმერა დივიზიონის მეათე ტურის თამაშამდე ("გრანადასთან"), კარლო ანჩელოტიმ, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.


"კმაყოფილი ვართ ჩვენი მუშაობით, თუმცა ყველა თამაში ერთგვარი გამოცდაა.განვლილი მატჩები წარსულს ჩაბარდა.ახლა, გვინდა, რომ გრანადიდან წამოვიღოთ ქულები, მაგრამ წინასწარ არასოდეს იცი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები."

"გარკვეული პრობლემები აღენიშნებათ პეპესა და მოდრიჩს, ხოლო ბეილი, ხესე და კოენტრაუ სარეაბილიტაციო კურსს გადიან."

"როგორ წესი, კაპაროს შეგირდები საკმაოდ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ."გრანადაში" დიდი ცვლილებები განხორციელდა.ვფიქრობ, 90 წუთის განმავლობაში ყურადღებით ყოფნა გვმართებს."

"ხედირა და ილიარა შემადგენლობის მნიშვნელოვანი წევრები არიან.სემიმ ნაყოფიერად იასპარეზა ოთხშაბათს.რა თქმა უნდა, კროოსი და მოდრიჩი ერთი ამოსუნთქვით ვერ ჩაატარებენ მთელ სეზონს.ოთხივე ნახევარმცველს ვენდობი."

"კროოსი და ხამესი მაშინ იცვლიან პოზიციებს, როდესაც გუნდი უბურთოდ თამაშობს."

"ბუნებრივია, ის, რომ "რეალის" მოთამაშეებმა მოიგეს LFP-ეს მიერ დაწესებული პრემიები, სიურპრიზი არ არის.ნამდვილად არ გამკვირვებია რამოსის, ლუკასა და რონალდუს წარმატება.ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან."

"შესაძლებელია, რომ საშობა არდადეგებს, ლა ლიგის ლიდერის რანგში შევხდეთ."

"ბეილი უდავოდ იმსახურებს სათამაშო წუთებს.ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ერთ-ერთი ნიშანდობლივი წევრია ჩვენი შემადგენლობის."

"ისკო ძალიან კარგად თამაშობს.ვიმედოვნებ, დიდხანს გაგრძელდება მისი ასეთი პერიოდი.მას ბეილის გვერდითაც ძალუძს ბურთის გაგორება."

"მაქსიმალურად ვეცდებით პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობას, თუმცა არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, რა თქმა უნდა, ჩ/ლიგას დავადებდი ხელს."

"მე ვესაუბრე ზიზუს.იმედია, მოუხსნიან დისკვალიფიკაციას."

"მარსელო თავდაუზოგავად ვარჯიშობს და სასარგებლოა მოედანზე.მისი საფეხბურთო თვისებები უფროდაუფრო უმჯობესდება.მოხარული ვარ, რომ ბურთის დაბრუნებაში დიდი წვლილი შეაქვს."

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)