რონალდუს დიდი პროცენტული სხვაობა აქვს კონკურენტებთან

64,000 ადამიანის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ კრიშტიანო რონალდო ოქროს ბურთის მიღების აბსოლუტური ფავორიტია.


გამოკითხულთა 27.2% თვლის, რომ Ballon d'Or-ს პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავი უნდა დაეუფლოს. ამ მაჩვენებლით იგი ოქროს ბურთის ბრძოლაში დაწინაურდა.

ხალხის აზრით აგრეთვე გამოიკვეთა კიდევ ორი ყველაზე პოპულარული მადრიდელი, სერხიო რამოსი (12.9%) და ტონი კროოსი (11.3%). ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გულშემატკივრებში დიდი სიყვარულით სარგებლობს და სწორედ ამის შედეგად გამოკითხულთა ნაწილმა ის მიიჩნია ფავორიტად. ხოლო რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონს, გერმანელი ნახევარმცველი რამოსზე ნაკლებად პოპულარულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მათ მოსდევს ექს-მადრიდელი, ანხელ დი მარია (10.9%). ლისაბონის ფინალში მან საკმაოდ მაღალ დონეზე იასპარეზე და "ლა დესიმას" მოგება გარკვეულ წილად მისი დამსახურებაა. არგენტინელი მოთამაშე აგრეთვე კარგად გამოიყურებოდა მუნდიალზეც.

ლეო მესიმ, ტომას მიულერმა, ხამეს როდრიგესმა და არიენ რობენმა დააგროვეს გარკვეული რაოდენობის ხმები, თუმცა მათი მაჩვენებელი იმდენად მაღალი არ არის, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 29 ოქტომბერი 2014
  • 2494
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)