იეპესი : "როდრიგესი სულ მალე იბრძოლებს ოქროს ბურთისთვის"

კოლუმბიელი გამოცდილი მცველის, ეროვნული ნაკრების კაპიტნის, იეპესის განცხადებით, ხამეს როდრიგესი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელის უდიდეს პერსპერქტივებს ფლობს...


"დღესდღეობით ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში კონკურენციას ერთმანეთს კრიშტიანო რონალდუ და ლიონელ მესი უწევენ. მთელ მსოფლიოში ეს ორი მოთამაშე გამორჩეულია, შემდეგ კი დანარჩენები მოდიან. ხამეს როდრიგესს მათ დონემდე ბევრი უკლია, თუმცა რაც მან ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გააკეთა იოლი ნამდვილად არ არის, ხამესი ჯერ ახალგაზრდაა და უდიდესი ტექნიკური არსენალი აქვს, ასევე ფლობს ყუმბარისებულ და გამოზომილ დარტყმას. არ გამიკვირდება თუ გავა გარკვეული დრო და ჩემ თანამემამულეს ოქროს ბურთის მთავარ 3 პრეტენდენტს შორის მიუჩენენ ადგილს."

"როდრიგესი ტიპიური ათიანია, მან იცის თუ სად უნდა გადაგზავნოს ბურთი კონკრეტულ სიტუაციაში, რადგან მოედნის უბადლო ხედვა აქვს. ყველაზე დიდ დადებით თვისებად მისი გაწონასწორებულობა და სიმშვიდე მიმაჩნია, ის არასდროსაა აღელვებული და მოვლენებს ჯანსაღი თვალით აღიქვამს. ხამესს შეუძლია ტემპის განსაზღვრა და პოზიციების ცვლილება, ის მეტად მობილური ფიგურა გახლავთ."

"მე, როგორც ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ხმის მიცემის უფლება მექნება, რომელსაც სწორედ როდრიგესის სასარგებლოდ გამოვიყენებ, თუმცა ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ კონკურენციას ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანო გაუწევენ, მაგრამ პორტუგალიელის ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე უდავო ფავორიტად სწორედ მადრიდელ შემტევს მივიჩნევ, რომელმაც საკუთარი რეკორდები კიდევ უფრო გააუმჯობესა." dle 10.1

  • Hala
  • 29 ოქტომბერი 2014
  • 1483
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)